მიმართვა პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს

მოგესალმებით და, უპირველეს ყოვლისა, გისურვებთ ჯანმრთელობას.

ვისარგებლებ შესაძლებლობით და მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენთაგანს  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი პარტიის  მხარდაჭერისთვის. არჩევნებში არასახარბიელო შედეგის მიუხედავად, პარტია თავის საქმიანობას წარმართავს ორგანიზაციული სტრუქტურის შემდგომი გაძლიერებისა და მხარდამჭერთა წრის გაფართოებისკენ –  უკეთესი შედეგების მისაღწევად და პოლიტიკურ სივრცეში ჩვენი ხმის გასაძლიერებლად.

ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო პარტიის ლიდერებს პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შესასრულებლად  ჩემდამი გამოხატული ნდობისთვის.

მიმდინარე ეტაპის მთავარი ამოცანაა პარტიის ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ წევრთა სიის დაზუსტება ყრილობისთვის ორგანიზაციული საკითხების მოსაწესრიგებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, ვინც პარტიის წევრია და სამომავლოდ აპირებს ჩვენთან ერთად ჩაერთოს პარტიის საქმიანობაში, ა.წ. 20 ივლისამდე დაგვიკავშირდეთ  მობილურის შემდეგ ნომრებზე:

599 899 809 (ეკა ლეკაშვილი)

ან

599 207 722 (ვანო ხვიბლიანი)

 

პატივისცემით,

ეკა ლეკაშვილი

X