კონტაქტი
Social democrats


სიღნაღელი და გურჯაანელი ქალები ადგილობრივ თვითმმართველობაში

პროექტის"სიღნაღელი და გუჯაანელი ქალები ადგილობრივ თვითმმართველობებში"  ფარგლებში   მესამე ეტაპი ითვალისწინებდაჩვენს მიერ უკვე მომზადებული და დატრენინგებული ქალების და თვითონ ამ ქალების მიერმოძიებული სხვა ქალების  შეკრებას და მათთვისსხვადასხვა პარტიის ლიდერებთან შეხვედრების ორგანიზებას.

2014 წლის 5 ივნისსშეხვედრა ჩავატარეთ გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში.შეხვედრისორგანიზება გააკეთა ამავე სკოლის დირექტორმა თინათინ ბარბაქაძემ,რომელიც ჩვენი პროექტისფარგლებში ჩატარებულ ყველა ტრენინგს აქტიურად ესწრებოდა.მის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას 45 ქალი ესწრებოდა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ტრენინგებზე მოსმენილ თემებზე ,მოახლოებულადგილობრივ თვითმმართველობის     არჩევნებზე.დასკვნითნაწილში შეხვედრის  მონაწილეებს სოციალ–დემოკრატიულიპარტიის პროგრამა და პლატფორმა გააცნო პარტიის „სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის‘’პარტიის  თავმჯდომარემ ბატონმა გია ჟორჟოლიანმა.გია ჟორჟოლიანი ამავე დროს არის საქართვლოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი და  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისთავმჯდომარის პირველი მოადგილე.

შეხვედრის მონაწილეთა  შორის დისკუსია გაიმართა კითხვა–პასუხის რეჟიმში.ქალებსკითხვები ჰქონდათ ბატონ გია ჟორჟოლიანთან  როგორცპარტიის ლიდერთან ასევე როგორც პარლამენტის წევრთან.საუბარი შეეხო განათლებას,სოფლისმეურნეობას ,გადასახადებს და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ–ეკონომიკურ და პოლიტიკურპროცესებს.

2014-07-18

გახდი თანამონაწილე
თანამოაზრეები