კონტაქტი
Social democrats


გზა ევროპისკენ – ნოე ჟორდანიას 1920 წლის მიმართვა დამუძნებელ კრებას

დამფუძნებელი კრება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას სიტყვა წარმოთმული 1920 წლის 14 იანვარს, დამფუძნებელი კრების სადღესასწაულო სხდომაზე – საქართველოს დამოუკიდებლობის გამო

 

მოქალაქენო! ნება მიბოძეთ მოგილოცოთ თქვენ, მოულოცო საქარტვლოს ხალხს საერთაშორისო ოჯახში გაშლილი დროშით შესვლა და იქ ევროპის ხალხთა გვერდით საკუთარი ადგილის დაჭერა. ამიერიდან ქართველი ერი მიღებულია დიდი ერების მიერ, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის.

ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა–კვალი მჭიდროთ, უშუამავლოთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირისგაქარწყლება არ ძალულს არავითარ ძალღონეს!

და ეს დიადი გარემოება მოახდინა ერთმა გარემოებამ – საქართველოს ხალხის ერსულოვანმა გამოსვლამ და ერთი აზრის, ერთი დროშის ქვეშ ერთხმად თავის მოყრამ.

საქართვლო ამ ასი წლის წინათ დასცა ფეოდალურმა განეთქილებამ, საქართვლო დღეს აღადგინა დემოკრატიის თანხმობამ.

საქართვლოს დაცემის არ არსებობდა როგორც ერთი მთელი, ჭირსა და ლხინში განუყრელი; მეფეებმა ვერ შექმნეს ერთი მთლიანი სამშობლო.

საქართველო დღეს – აღდგენის დროს, წარმოადგენს ერთ ორგანულად შედუღაბებულ სხეულს, ჭირსა და ლხინში განუყრელს; დემოკრატიამ შექმნა ერში მთლიანი სამშობლო.

საქართველოს დაცემით დაეცა ტახტი, დაეცა ფეოდალთა უფლება.

საქართველოს აღდგენით აღდგა ხალხი, განმტკიცდა დემოკრატიის უფლება.

ხალხმა დაიბრუნა ის, რაც დაკარგა მეფეებმა – თავსუფლება და შექმნა ხალხის სახელმწიფო, ხალხის წყობილება, ხალხის მმართველობა.

ასეთია ბატონებო, ახალი საქარტელო და ის წარდგა ევროპის წინაშე მსჯავრის მისაღებად, წარვსდექით არა მოწყალებისთვის, არამედ უფლებებისთვის. და მათ გვკითხეს – რა მოგაქვთ? ჩვენ ვუოპასუხეთ: მოგვაქვს ორი ათასი წლის კულტურა, ბუნებით მდიდარი და მშვენიერი ქვეყანა, მოგვაქვს უაღრესი დემოკრატიული წყობილება, დემოკრატიული შემოქმედება და მოვითხოვთ შესაფერის ადგილს აზიის გზის ყურეში. ჩვენ არ ვართ სამანდატო, საოპეკუნე ხალხი, ჩვენ ვართ ჩვენი თავის მანდატორი, ოპეკუნი, თავისი თავის ბატონი. და ეს ჩვენ დავასაბუთეთ არა სიტყვით, არა კეთილი სურვილებით, არამედ საქმით, სახელმწიფოს შეუწყვეტელი შენებით.

და ეს ჩვენი სიტყვა და საქმე პირველ ყოვლისა იწამა ევროპის მუშათა დემოკრატიამ და ლიუცერნში გამოგვაცხადა დამოუკიდებელ საქართველოდ. და აი ახლა, რამოდენიმე თვის შემდეგ, ეს იწამა მმართველმა კლასებმაც და ის დაადასტურა პარიზის კონფერენციამ. მე შემიძლია თამამდ ვთქვა, რომ ამ ესთი წლის განმავლობაში ევროპის ხალხთა შორის არ მომხდარა ისეთი შეთანხმება, როგორიც მოხდა საქართველოს შესახებ.

იქ ლიუცერნში თავის მოიყარეს მუშებმა, აქ პარიზში თავი მოუყარეს სახელმწიფოებმა. ჩვენს შესახებ ერთი ენით ალაპარკდა ყველა კლასი, ყველა პარტია, ერები.

აქ არის დიდი ბრიტანეთი – სამშორბლო კულტურის, დიდი წარმოების და თავისუფალი მმართველობის.

აქ არის საფრანგეთი – სამშობლო დიდი რევოლუციისა და პირველი მოციქული ადმიანის უფლებების.

აქ არის შეერთებული შტატები – სამშორბლო დემოკრატიისა და პოლიტიკური შემოქმედების.

აქ არის მშვენიერი იტალია – ეს ცოცხალი ხიდი ძველი და ახალი ცივილიზაციისა, ისეთი ცხელი მზით და მკვირხლი ხალხით, როგორც ჩვენი მზე და ჩვენი ხალხი. აი ამათ ჩვენი გაწვდილი ხელი მეგობრულად ჩამოგვართვეს და ალხად შობილი სახელმწიფოს მიმრქმელის როლი იტვირთეს.

ბატონებო! გვაქვს საფუძველი სიამაყისა! მოხდა იშვიათი ამბავი მთელმა ევროპამ, განურჩევლად პარტიისა და კლასისა, ერთხმად გვითხრა: კეთილი იყოს შენი დაბადება, კეთილი იყოს შენი მობრძანება; და ჩვენ გვართებს ეს ერთსულოვანი კურთხევა გავამართლოთ საქმით – გავხეთ ნამდვილი ევროპელი.

და ამას გავამართლებთ, თუ ჩვენ შემდეგშიც ვაწარმოებთ იმ პოლიტიკას, რომელსაც ვაწარმოებდით დღემდე, უ ჩვენ არ გადავცდებით გზას, რომელზედაც ვდიოდით დღევანდელდამდის.

ჩვენს ირგვლიც ხდება და მოხდება დიადი ამბები; ჩვენ გვმართებს დიდი სიმაგრე, დიდი დაფიქრება, რომ ერთხელ არჩეული გზიდან არ გადაგვაცდინონ. თქვენ იცით, რომ ჩვენ საომარი კავშირი შემოგვთავაზა საბჭოთა რუსეთმა – ჩვენ გადაჭრით ვუთხარით უარი; ჩვენი პასუხი წაკითხული გექნებათ.

რას ნიშნავ ეს კავშირი? ეს ნიშნავ იმას, რომ ჩვენ კავშირი გავწყვიტოთ ევროპასთან, როგორც მათ აქვთ ეს კავშირი და პირი ვიბრუნოთ აღმოსავლეთისკენ, სადაც ისინი ახალ მოკავშირეებს ეძებენ.

დასავლეთი თუ აღმოსავლეთი – აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია. ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს. და თუ ბოლშევიკები აღმოსავლეთს ებღაუჭებიან, ეს იმიტომ, რომ დასავლეთმა მათ უარი უტხრა კავშირსა და ცნობაზე.

როგორც ვხედავთ საქართველოსა და რუსეთის გზები აქაც გაიყარნენ: ჩვენი გზა მიდის ევროპისკენ, რუსეთის კი აზიისკენ. ვიცი, მტრები აყვირდებიან – იმპერიალისტებს ემხრობითო. ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვთქვა: მირჩევნია დასავლეთი იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს.

ბატონებო, დაგავიწყდებათ მეცნიერების ანბანი, ნუ დავაყენებთ ვინმეს ფრაზებით გაგვაყრუოს და დავთარი დაგვიბინძუროს. ხოლო ანბანია ის, რომ მუშა ხალხი მთელს თავის იმედს ამყარებს კულტურაზე და არა ბარბაოსობაზე; ის მემკვიდრეა კაპიტალისტური წყობილების, და არა აზრიური კარჩაკეტილობის, ის სიმდიდრე, რაც მან შექმნა იმპერიალისტების ხემძღვანელობით, უნდა გავიდეს სრულ განკარგულებაში; ის სავსებით დგას ევროპის წარმოების და იდეების ნიადაგზე, და აი ჩვენ ბატონებო, გვეზიდებიან ბარბაროსობისკენ. არა, ჩვენ ვერ წავალთ თუნდაც ეს მეტად მაცხნით იყოს წასასვლელი, პირიქით, ჩვენ უნდა საბჭოთა რუსეთს – დაბრუნდით უკან, ევროპისკენ. შეითვისეთ დემოკრატია და გახდით ევროპელი ერი.

ბატონებო, პოლიტიკა განიზომება მისი შედეგებით. საუკეთესოა ის, რომელიც იძლევა საუკეთესო ნაყოფს და ჩვენს პოლიტიკას, ჩვენ მიერ არჩეულ გეზს თავიდანვე მივყვებით გამარჯვებიდან გამარჯვებამდე.

მან გადაგვარჩინა ფრონტიდან გამოქცეული ჯარების აკლებას.

მან გადაგვარჩინა ოსმალთა დაპყრობისგან.

მან აგვაცდინა შინაური ხოცვა–ჟლეტა და ანარქია. მან შეგინარჩუნა რევოლუციის ყველა მონაპოვარი.

მან აგვაშორა ავანტიურიები, მოგვცა მეზობელ ერთა კავშირი.

მან შეგვიყვანა საერთაშორისო ოჯახში.

ამ ნაცად გზას ჩვენ ვერ გადავუხვევთ, არ გადვუხვევთ და მის დასაცავად მომხთურთ იარაღით შევებრძოლებით. ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავს, ჩვენს საზღვრებს. თუ თავი გვახლავს, ღარივათ არ ვიხსენებით. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და მის ევროპასთან დაკავშირებას.

 

     

    ჩვენ, ახალგაზრდა სოციალ დემოკრატებს, გვსურს ამ წერილით გამოვეხმაუროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის საზეიმოდ გაფორმებულ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას.
ნოე ჟორდანიას მიერ 1920 წელს წარმოთქმული ეს სიტყვა ნათელი დასტურია, იმისა, რომ საქართველოსა და ქართველ ერს საკუთარი სახელმწიფოებრიობის დაფუძნების დღიდან სიღრმისეულად გააზრებული და გათავისებული ჰქონდა ის, თუ რას ნიშნავს ევროპელობა და ევროპული განვითარება. მეტიც, შესაძლებელია ითქვას, რომ აწ უკვე ევროპული ტიპის ე.წ. კეთილლდღეობის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველი მცდელობა, სწორედ საქართველოში განხორციელდა, რაც იმ დროისთვის განვითარებისკენ და პროგრესისკენ გადადგმულ უდიდეს ნაბიჯად მოიაზრება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა მიუთითებს ქართველი ერის დიდ პოტენციალზე იწოდებოდეს ევროპული ტრადიციის მატარებელ სახელმწიფოდ, ტრადიციისა, რომელიც საკუტარ თავში მოიაზრებს პასუხისმგებლია, დემოკრატიულ. მოქალაქეთა კეთილდღეობაზე დაფუძნებულ ერთობას.
ასოცირების შესახებ შეთანხმება ის ერთ–ერთი წინაპირობაა, რამაც კიდევ ერთი ბიძგი უნდა მისცეს საქართველოს ევროპული გზით განვითარებას.
    თუმცა ინსტიტუციონალური ინტეგრაციის მიღმა არსებობს ბევრად უფრო ფუნდამენტური საკითხები, რომელთა გადაჭრაც დღევანდელობის უპირველესი გამოწვევაა.
  დღეს ჩვენი საზოგადოება კვლავაც დგას ისეთი პრობლემების წინაშე, როგორებიცაა სიღარიბე,       უმუშევრობა, სოციალური უთანასწორობა, განათლების დაბალი დონე, ადამიანთა ექსპლოატაციური შრომა,  დღეს კვლავაც გვიწევს ბრძოლა მოქალაქეთა იმ ფუნდამენტური უფლებებისთვის, რომელთათვისაც ბრძოლა ევროპულმა საზოგადოებებმა წარსულში მოიტოვეს.

 ვიმედოვნებთ რომ ქართული სახელმწიფო დაიწყებს სვლას იმ უმთავრესი ევროპული ღირებულებებისადმი რომელიც სოციალ–დემოკრატიული საწყისების ევროპამ უკვე დიდი ხანია შეისისხლხორცა და მიაღწევს იმ რეალობას, როცა პოლიტიკური დღისწესრიგი ასახავს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა. ეს ყოვილივე კი უნდა აისახოს სახელმწიფოს პოლიტიკაზე ეკონომიკიური და სოციალური და ასევე, საგანმანათლებლო–მეცნიერული პახუსმგებლიანი პოლიტიკების გატარებით. აღნიშნული მოცემულობა წინაპირობაა, სამართლიანი, პასუხიმგებლიანი, სოლიდარული, თავისუფალი და თანასწორი სახელმწიფოს შექმნის, სახელმწიფოსი, რომელიც იქნება მზრუნველი თავისი პასუხიმგებლიანი მოქალაქეებისთვის.

2014-07-01

გახდი თანამონაწილე
თანამოაზრეები