კონტაქტი
Social democrats


ახალგაზდა სოციალ–დემოკრატები – სოფლის მეურნეობა

საქართველოს სოფლის მეურნეობას მდიდარი ტრადიციები გააჩნია,რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს უნიკალური იდენტობის შენარჩუნებაში, თვითდამკვიდრებასა და განვითარებაში. თუმცა, ბოლო წლებში სოფელი და სოფლის მეურნეობა სახელმწიფოს მხრიდან მიტოვებული აღმოჩნდა, რამაც შედეგად მოიტანა სოფლად სიღარიბე, ჩამორჩენილობა, უპერსპექტივობა, ახალგაზრდების მზარდი გადინება და სხვა... 

 

ჩვენ, ახალგზრდა სოციალ–დემოკრატები ვიზიარებთ იმას, რომ თანამედროვე განვითარებულ მაღალ–ტექნოლოგიურ სამყაროში აგრარული დარგი ვეღარ გვევლინება ეკონომიკის განვითარების წამყვან სფეროდ, არამედ დღეს ეკონომიკურზე მეტად სოფელს სოციალური დატვირთვა აქვს, ამიტომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი კონცეფციის მიზანია სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოაჩინოს არა როგორც ეკონომიკური ზრდისა და მოგების საშუალება, არამედ როგორც სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის სოციალური კეთილდღეობის შექმნის, ეკონომიკური სამართლიანობისა და ეგალიტარიანიზმის მიღწევის, სიღარიბის დაძლევისა და ადამიანური რესურსების განვითარების შესაძლებლობა.

 

ამ მიზნების მიღწევისთვის საჭიროა:

 

1.ეფექტური კოოპერირების სისტემის წახალისება: არსებული სოფლის მეურნეობის სისტემა გლეხს აიძულებს პროდუქციის წარმოებასთან ერთად შეითავსოს მისთვის სრულიად უცხო ფუნქციები. მას ინდივიდუალურად უწევს როგორც პროდუქციის წარმოება, ასევე ზრუნვა მის რეალიზაციაზე. საბოლოოდ გლეხი  ვერ ყალიბდება ბაზრის სრულფასოვან სუბიექტად, ვერ ახერხებს პროდუქციის რეალიზაციას ადეკვატურ ფასად. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა დაინერგოს კოოპერირების ახალი სისტემა, რომელიც გულისხმობს შრომის ახლებურ დანაწილებას.

 

ჩვენი კონცეფცია ცნობს კოოპერირების სისტემას როგორც ფერმერულ დონეზე ასევე კოოპერაციას გლეხთა შორის. საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა გლეხების კოოპერაციის ორგანიზებასა და მის შემდგომ მუშაობაში. პროცესში მეტად ჩართული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც მოახდეს გლეხების ინფორმირებულობასა და შეითავსებს კოოპერაციების მენეჯერიალურ ფუნქციებსაც. გლეხთა კოოპერირება, განსხვავებით ფერმერთა კოოპერირებისგან ატარებს უფრო სოციალურ ხასიათს და მეტად უნდა წახალისდეს.

 

2. სუბსიდირება და დაზღვევა: ჩვენ გვსურს გავიზიაროთ უცხოური გამოცდილება და ჩამოვაყალიბოთ ეფექტური გეგმა გარდამავალი პერიოდისთვის, რომელშიც სახელმწიფოს ხვედრითი წილი სოფლის მეურნეობის დაფინანსებასა და დაზღვევაში იქნება უფრო დიდი. სუბსიდირების მიზანია წაახალისოს კოოპერაცია რათა მან მოიყვანოს შესაბამისი პროდუქცია. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში სუბსიდიები გადაეცემა არა ტერიტორიებზე, არამედ სპეციფიკურ მოსავალზე.

 

უპირატესია სუბსიდიების გადაცემა გამოყენებული მიწის ფართობის შესაბამისად. სუბსიდირების პოლიტიკის მთავარი მიზანია მწარმოებლისა და მომხმარებლის დაცვა ფასების ცვალებადობისგან, შემოსავლების სამართლიანი გადანაწილების უზრუნველყოფა, ბაზარზე სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსება, საექსპორტო შემოსავლების სტაბილურობის მიღწევა.

 

გარდამავალ პერიოდში საჭიროდ მიგვაჩნია სუბსიდირების პირდაპირი პოლიტიკის გატარება, რომლის მიხედვითაც მთავარი ყურადღება საბაზრო ფასების სტაბილურობას დაეთმობა. 

პრაქტიკაში პირდაპირი სუბსიდირება ორგვარად ხორციელდება:

  • წარმოებისგან (იგულისხმება სასოფლო სამეურნეო პროდუქტის წარმოება) დამოუკიდებლად.
  • წარმოებაზე დამოკიდებულად.

 

როდესაც ხორციელდება პირდაპირი სუბსიდირება წარმოებისგან დამოუკიდებლად ასეთ დროს მწარმოებლისათვის გამოყოფილი სუბსიდიების მოცულობა არ არის დამოკიდებული არსებული და მომავალი წარმოების მოცულობისა და შემოსავლების

დონეებზე.

 

რაც შეეხება წარმოებასთნ დაკავშირებულ პირდაპირი სუბსიდირების სისტემას, ამ შემთხვევაში დგინდება მიღებული და მისაღები შემოსავლის დონე, რის შემდეგაც დგინდება განსხვავება პროდუქციის საბაზრო ფასსა და შემოსავლის ოდენობას შორის, და სუბსიდიები გამოიყოფა მათ შორის არსებული განსხვავების კომპენსირებისათვის.

 

სოფლის მეურნეობის დაფინანსება ახლებური მეთოდით უნდა მოხდეს. სახელმწიფო ნაკლებად უნდა იყოს ორიენტირებული ერთეულების დაფინანსებაზე და ქმნიდეს მოტივაციას კოოპერაციებში გაერთიანებისა და მიწის გამსხვილებისთვის. მიგვაჩნია რომ გარდამავალი პერიოდისთვის სოფლის მეურნეობის სუბსიდირება მეტწილად სახელმწიფოზე უნდა მოდიოდეს, განსხვავებით აგროსექტორის დაზღვევისგან, რომელიც ამ პერიოდში მთლიან სახელმწიფო, სავალდებულო დაზღვევაზე უნდა გადავიდეს. მიგვაჩნია რომ ეფექტური კოოპერირება, სწორი სუბსიდირება და აგროდაზღვევა შეამცირებს რისკებს გლეხისთვის, დაარეგულირებს ფასებს საიმპორტო ტარიფებისა და შიდა ინტერვენციის გარეშე.

 

სოფლის მეურნეობისთვის დამახასიათებელია რამდენიმე რისკ ფაქტორის არსებობა და აქიდან გამომდინარე, ძალიან აქტუალურია ამ რისკების მართვა, რაც თავის მხრივ, მოიცავს იმ სტრატეგიებისა და ინსტრუმენტების არჩევას, რომლებიც ამცირებენ ამ რისკების ნეგატიურ ფინანსურ გავლენას. რისკ ფაქტორებში იგულისხმება როგორც ბიოლოგიური და კლიმატური, ასევე ფასების ცვალებადობა. აგრარული რისკ ფაქტორების შინაარსიდან გამომდინარე, სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, ფერმერებისთვის და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული კერძო კომპანიებისთვის საკმაოდ რთულია მისაღები შემოსავლის და შესაბამისად, მოგების წინასწარი პროგნოზირება.

 

ქვემოთ მოცემულია დაზღვევის იმ სახეები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიო პრაქტიკაში:

 

•ფასების დაზღვევა

•ამინდის დაზღვევა

•შემოსავლის დაზღვევა

•ცხოველების დაზღვევა

•მოსავლიანობის

•დაზღვევა

•კატასტროფების

•დაზღვევა

 

თანამედროვე პერიოდში სასოფლო-სამეურნეო რისკების მართვის სტრატეგია შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს:

  • შიდა აგრარული სტრატეგია - დაბალი რისკის მართვის მატარებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა და გაშენება ან მოკლე საწარმოო ციკლი, საწარმოო პროგრამების დივერსიფიკაცია და სასოფლოო-სამეურნეო პროდუქციის ეტაპობრივი წარმოება;
  • დარგის გარე სტრატეგია (რისკების განაწილების სტრატეგია) - დაზღვევა, ორმხრივ ფონდებში მონაწილეობა, სამომავლო გარიგებები და კონტაქტები.

 

3.მეცნიერება განათლება და კვლევა: სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოუდგენელია ამ დარგში ცოდნის დაგროვების, განახლების და გავრცელების გარეშე.  სახელმწიფომ უპირველეს პრიორიტეტად უნდა დასახოს მეცნიერების და განსაკუთრებით აგრომეცნიერების განვითარება. დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ მონაწილეობს კვლევის დაგეგმვაში, დაფინანსებასა და შედეგების გამოყენებაში. მას არ გააჩნია არც ერთი კვლევითი ორგანიზაცია, ამიტომ აუცილებელია ამ მხრივ სახელმწიფო რესურსების მობილიზება. ამასთან მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე შეიქმნას პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრები, რომლებიც უზრუნველყოფენ  ფერმერთა გადამზადება-დატრენინგებას.

 

აღსანიშნავია, რომ აგროსექტორში კვლევა დღეს არა იმდენად ტექნოლოგიური მექანიკური გადმოტანა და დანერგვას სჭირდება, რამდენადაც კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებების და სხვა გამოწვეების გათვალისწინებით ისეთი კვლევების ჩატარებას, რომლებიც მოსალოდნელი საფრთხეების პრრევენციულ ღონისძიებებტან იქნება დაკავშირებული.  მათ შორისაა ტექნიკურ-ტექნოლოგიური საკითხები, სასოფლო-სამეურნეო წარმოების გადაადგილება და სპეციალიზაცია შეცვლილი გაემოს გათვალისწინებით და ა.შ., რაც წამოდგენილ სტრატეგიაში საერთოდ არ ჩანს.

 

საქართველოს კვლევიტი სისტემა ევროპულისგან ორი გარემოება ანსხვავებს:

  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ მონაწილეობს კვლევის დაგემვაში, დაფინანსებაში და შედეგების გამოყენებაში. მას არ გააჩნია არცერთი კვლევითი ორგანიზაცია. ევროპული სტანდარტების თანახმად კი ეს სრულყოფილი სამინისტრო არაა - სამინისტრო უნდა იყო კვლევაზე დაფუძნებული;
  • კვევითი სისტემა არ შედგება იურდიული პირებისგან. დასავლური პრაქტიკა ასეთ ვიტარებას არ იცნობს, რადგა მათი აზრით: სოფლის მეუნეობა მეცნიერებაზე დამყარებული ინდუსტრიაა.

 

4.მეტი დეცენტრალიზაცია, მეტი თვითმმართველობა: სოფლის განვითარებაში ცენტრალურ როლს ადგილობრივი თვითმმართველობები ასრულებენ. ჩვენი ხედვით აუცილებელია სოფელს გააჩნდეს კონკრეტული განსაზღვრული სტატუსი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ექნება საკუთარი განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი, აგრეთვე აუცილებელია, რომ ისეთი ბუნებრივი რესუსრები, რომლებსაც სასიცოცხლო მინიშვნელობა აქვს სოფლის ცხოვრებისთვის – მდინარეები, საძოვრები, ტყეები ეკუთვნოდეს სოფელს. 

 

5.სტარტაფებისთვის და წვრილი მეურნეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი აგროკრედიტების უზრუნველყოფა და დაზღვევა:  სოფლის მეურნეობის 1 მილიარდიანი ფონდის შექმნა ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ხსენებული ფონდიდან ინვესტიციების გადინება ისევ კომერციული ბანკების გავლით ხდება. 8% იანი სესხი დამწყები მეურნეობისთვის საკმაოდ მაღალია, ამასთან სალიკვიდო ქონება ხშირ შემთხვევაში 3ჯერ და 4-ჯერ აღემატება სესხის ოდენობას. ხსენებულიდან გამომდინარე წვრილი ფერმერები და გლეხები შესაბამისი ფინანსების გარეშე რჩებიან. ამისთვის აუცილებელია შეიქმნას სპეციალიზირებული არაკომერციული სახელმწიფო სერვისი, რომლებიც გასცემენ აგროკრედიტებს მინიმალურ პროცენტში.

2014-05-17

გახდი თანამონაწილე
თანამოაზრეები