კონტაქტი
Social democrats


ქართული ლიბერალიზმის რეგრესულობა-მცირე კომენტარი

ევროპა და მისი მნიშვნელობა, ბოლო 9 წლის მანძილზე , ყოფილი ხელისუფლების მიერ იქცა ცარიელ აღმნიშვნელად. შეუძლებელია, იმის არ დანახვა, თუ როგორი შეუფერებელი იყო ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა ევროპასთან მიმართებაში. ევროპა იყო წარმოდგენილი მხოლოდ, როგორც აბსტრაკტული სიმბოლო, ევროპა - ადგილი სადაც ყველა თავისუფალია, ყველას უფლებებია დაცული და არავინ არ შიმშლობს ... თუმცა აქ მთავარი მომენტი იქნა უგულვებელყოფილი, რაც გულისხმობს ევროპულობას, ეს კი თავად პროცესია, პროცესია იმ პოლიტიკების წარმოებისა, რაც ქვეყანას დაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან და არ დააშორებს მას მათგან. ევროპაში ინტეგრაცია აღქმულ იქნა მხოლოდ როგორც ინსტიტუციური დაახლოება, მოჩვენებითი ზრუნვა ადამიანის უფლებებზე და უმცირესობათა დაცვაზე, ხოლო ისეთი ფუდამენტური საკითხი როგორიცაა ადამიანთა ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა და მისი მიღწევის საშუალბები ტოტალურად უგულვებელყოფილი იქნა.„ჯერ რეფორმები და მერე დემოკრატია“, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულობას, რადგან ევროპა სწორედაც რომ დემოკრატიაზეა დაფუძნებული.

 

ამასთანავე, თავისუფლება თანასწორობა და სამართლიანობა არის ევროპის მთავარი ღირებულება. კეთილდღეობა, ერთმანეთზე ზრუნვა და მზრუვნელი სახელმწიფო პახუსიმგებლიანი მოქალაქქბისთვის - არის ის მოდელი, რომელიც ხაზს უსვამს ევროპულობას. ნაციონალურმა მოძროაბამ თავისი მანკიერი ნეოლიბერალური პოლიტიკით საქართველო დააშორა ევროპას, რეპრესიებით, ძალდობით, კორუფციით, სიღარიბის ზრდითა და სხვა ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. ეს პარტია ვერანაირად ვერ იქნება ევროპული ან ევროპული ღირებულებების მატარებელი და მისი გაიგივება ევროპულთან კიდევ უფრო დიდი დანაშაულია.

 

ამ პოსტით იმის თქმა მინდა, მეგობრებო, რომ დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი ძალიან ცდება, როდესაც აკეთებს იმ დაშვებას, რომ ნაციონალურ მოძრაობას „ევროპასთან პრობლემები არ აქვს“ და ამიტომ როგორც ოპოზიცია, მისთვის ეს პარტია მისაღებია. ამ პოლიტიკურმა ძალამ როგორც პრაქტიკული პოლიტიკის, ისე დისკურსობრივ დონეზე გააყალბა „ევროპა“ და „ევროპულობა“, ხოლო მისი ევროპულად მონათვლა, კვლავაც გააძლიერებს საქართველოში ნაციონალისტურ–კონსერვატიულ ევროსკეპტიციზმს, რასაც ჩემი აზრით ლიბერალი „რესპუბლიკელები“ არ უნდა ემხრობოდნენ. აქედან გამომდინარე, საჭროა დღის წესრიგის დაყენების ცვლილება, რამეთუ პოლიტიკა ნაკლებად იქნება ორიენტირებული ფორმებსა და ინსტიტუტებზე, შემოსაზღვრული იქნება მხოლოდ ლეგალისტური, გაუთვიცნობიერებლად ნეოლიბერალური პოლიტიკით, არამედ ორიენტირება მოხდება პროცესზე, რაელური სოციო–პოლიტიკური პრობლემატიკის დანახვაზე და მათი გაუმჯობესების პოლიტიკებზე.

 

რევაზ კარანაძე,

ახალგაზრდა სოციალ–დემოკრატების თავმჯომარე

2014-06-23

გახდი თანამონაწილე
თანამოაზრეები