კონტაქტი
Social democrats


პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები რეგიონებში

დღევანდელ დღეს საქართველოს ერთ–ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს დასაქმება. ქვეყანაში მცხოვრები 4 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 600 ათასია დასაქმებული. ამასთანავე, მნიშვნელოვან პრობლემას წამოადგენს კვალიფიციური პროფესიული კადრების არ არსებობა. ყველა ვთანხმდებით, რომ ეკონომიკურ ჩამორჩენილობას ცენტრთან შედარებით რეგიონები მეტად განიცდიან. განვითრებისა და სოციალური კეთილდღეობის კუთხით აქ ბევრად უფრო მძიმე სიტუაციაა, მაშინ, როცა საქართველოში არსებული ბუნებრივი რესურსები და სოფლის მეურნობის კულტურა საშუალებას იძლევა გადაიდგას რეალური ნაბიჯები რეგიონების ეკონომიკური ინტეგრაციისთვის.

 

ხსენებულიდან გამომდინარე, ჩვენ საჭროდ მიგვაჩნია გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, რომელიც თავისი სტრატეგიით შეძლებს გააუმჯობესოს არსებული სოციალური გარემო. ყოველივე ეს კი წარმოუდგენელია საგანმანათლებლო პოლიტიკის ცვლილების გარეშე. აუცილებელია სახელმწიფომ პრიორიტეტულ სფეროდ აქციოს კვლევითი ინსიტუტებისა და ინოვაციებზე ორიენტირებული სასწავლებლების განვითარება.

 

ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში მოხდეს საგანმანათლებლო პროფესიული დაწესებულებების დაფუძნება, რომელთა პროფილური მიმდინარეობა დამოკიდებული იქნება კონკრეტული რეგიონის რესურსების ათვისებაზე. ასე მაგალითად, კახეთში მეღვინეობის განვითარების კუთხით სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება პროფესიულ სასწავლებელს, რომელიც იმუშავებს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და ამ სფეროში  ცოდნის დაგროვებაზე. ამასთანავე, რეგიონებში, სადაც ვხვდებით  ქვანახშირის, მადანის, ფერადი ლითონის და ა.შ. წარმოებას  (კაზრეთი, ჭიათურა, ტყიბული) ამგვარი საგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ამ დარგის ზოგად განვითარებას, კვალიფიციური მუშახელის გადამზადებას.

 

ჩვენ, ახალგაზრდა სოციალ–დემოკრატებს მიგვაჩნია, ხსენებული ინიციატივა იქნება ერთ–ერთი მნიშნელოვანი წინაპირობა რეგიონალური სოციო–ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებისა. ამგვარი სისტემა, უკვე არსებობს პრაქტიკული პოლიტიკის დონეზე საფრანგეთში, ესპანეთში, ავსტირაში, გერმანიასადა დანიაში.

 

ასე მაგალითად, საფრანგეთის მთავრობა აფინანსებს აკვიტანიის რეგიონში მეღვინეობის პროფესიულ სასწავლებლებს, რაც ხელს უწყობს რეგიონში არსებული ვენახების რესურსის ათვისებას. ამ სასწავლებლებში ასწავლიან მეღვინეობის ეკონომიკას და მეღვინეობის აგრარული სექტორის ათვისებას.

 

ესპანეთში ანდალუზიის მზიანი დაბლობები ხელს უწყობს მზის ენრეგიის ათვისებასა და აქედან ელექტოენერგიის მიღებას, რაც ეკოლოგიურადაც უსაფრთხო ენერგიის წამოებასა და ინოვაციებზე ორიენტირებული პროფესიული სასწავლებებისა და კვლევითი ინსიტუტების გაძლიერებას ემსახურება. როდრიგო ზაპატეროს მთავრობის ამგვარმა პოლიტიკამ დადებითი ასახვა ჰპოვა სახელმწიფო ეკონომიკაზე, რაც გამოიხატა  2003–2004 წლების წლიური მშპ–ს 3,45% დამატებითი სარგებლით. ამასთანავე, არსებულმა რეგიონალურმა პროფესიულმა სასწავლებლებმადა გადამზადების პოლიტიკამ ბელგიაში 2011–2013 წლებში დასაქმების დონე გაიზარდა 7,23%–ით.

 

საქართველოში არსებული რესურსები თავისუფლად იძლევა ამ მოდელის აპრობირებას, რაც შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. 

 

მარიამ გაჩეჩლაძე,

ახალგაზრდა სოციალ–დემოკრატების პოლიტიკური მდივანი

2014-05-12

გახდი თანამონაწილე
თანამოაზრეები