კონტაქტი
Social democrats


სოციალისტ-ინტერნაციონალის პრეზიდენტის გეორგ პაპანდრეუს წერილი პარტიის ყრილობას

ძვირფასო ამხანაგებო,

ძვირფასო კოლეგებო,

ძვირფასო გია,

დღეისათვის სოციალ-დემოკრატია დგას მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე. გლობალური ეკონომიკური კრიზისი დარტყმას აყენებს ცვლილებებს რეგიონში. შედეგად ვიღებთ უფრო გაზრდილ უთანასწორობას, ნაკლებ სოციალურ დაუცველობას, უმუშევრობის ზრდას. ამ რთულ სიტუაციაში ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები იმისათვის, რომ გავუწიოთ პოპულარიზაცია და გავაძლიეროთ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თანაბარი შესაძლებლობების მოსაპოვებლად, რაც ნიშნავს ბრძოლას მოქალაქეებისათვის იმ უფლებების გარანტირებისთვის, როგორიცაა განათლების უფლება, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლება. ეს ასევე გულისხმობს იმას, რომ ვუზრუნველყოთ თანაბარი შესაძლებლობები კაცებისა და ქალებისათვის. ეს ასევე გულისხმობს სამართლიანობის შემოტანას. ნეოლიბერალური მოდელი ჩავარდა. ჩვენ ეს დავინახეთ როგორც საქართველოში, ასევე ბევრ სხვა ქვეყანაში. დღეს ჩვენ გვჭირდება ისეთი პოლიტიკური პარტიის არსებობა, რომელიც შექმნის ღია სივრცეს ახალი აზრებისთვის, ახალი იდეებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ პროცესებს. ეს არის დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანი რამ, რადგან ჩვენ არ შეიძლება დემოკრატიას ვუყუროთ როგორც ცალკე მოცემულს, დემოკრატია არის სწორედ ამ იდეებისთვის ბრძოლა. დემოკრატიისთვის საშიში კი სწორედ პოპულიზმია და სწრაფად მზარდი ყალბი ნაციონალიზმია. ეს სწორედ მიზნად ისახავს ჩვენს მიერ დიდი ხნის ბრძოლის შედეგად მოპოვებული იდეალების ნგრევას.

სოციალისტურ ინტერნაციონალში ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი წევრი გახდა სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის, რადგან თქვენ ხართ პარტია, რომელსაც გააჩნია ხედვა; პარტია, რომელიც იბრძვის სოციალური სამართლიანობისათვის, კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრისთვის და მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარებისთვის. თქვენ გყავთ შესანიშნავი ლიდერი, რომელსაც სჯერა ყველა ამ იდეების განხორციელების. თქვენი ყრილობა არის ის შესაძლებლობა, როდესაც ყველა დელეგატი გრძნობს, რომ მათ გააჩნიათ ძალა იმისათვის, რომ შეაჯერონ ერთმანეთის იდეები და წარმოადგინონ ერთიანი ხედვა.

ჩვენი ყველა წევრის სოლიდარობის სახელით, მინდა გისურვოთ წარმატებები ამ ყრილობაზე და ამ საერთო განხილვების პროცესში.

 

5 ივნისი 2013

2013-11-01

გახდი თანამონაწილე
თანამოაზრეები