კონტაქტი
Social democrats


პირველი მაისი

1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა. საქართველოში შრომის დამშრომელების დაფასებისა და პატივისცემისათვის ბრძოლა დღეს უაღრესად აქტუალურია.

1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა დაარჩევნების გზით შეცვალა ღრმად ფესვგადგმული, რეპრესიული და ავტორიტარული რეჟიმი.

ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყომშრომელი ხალხის უფლებებისა და მათი ცხოვრების პირობების სრული უგულებელყოფა.უკიდურესად დიდი უმუშევრობის ფონზე, ადამიანთა იმ მცირე ნაწილსაც კი, ვისაცსამსახური ქონდა, გაუსაძლის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მონური შრომითიკანონმდებლობის პირობებში უწევდათ ცხოვრება.

დღეს, როგორც არასდროს, გვაქვს შესაძლებლობა რეალობად ვაქციოთ ისმიზნები, რომელთა გამოც გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა რეჟიმზე. ჩვენ უნდა გავხდეთსოლიდარულნი ერთმანეთის მიმართ და ერთად დავიწყოთ ჩვენთვის სასურველი საქართველოსშენება. ჩვენ უნდა ჩვენი ერთად დგომით დავამტკიცოთ, რომ მშრომელები ძლიერები ვართდა არარავის მივცემთ უფლებას თავს მოგვახვიოს დისკრიმინაციული, უსამართლო წესრიგი.

სოციალ-დემოკრატები პირველ მაისს ვულოცავთ და სოლიდარობას ვუცხადებთ მუშებს, დასაქმებულებს და პროფესიულ კავშირებს. ჩვენი მსოფლმხედველობიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე უმთავრეს საკითხად მიგვაჩნია დასაქმებულთა უფლებების დაცვა და ღირსეული  ანაზღაურებისა და შრომის პირობების არსებობა.

დღეს უმნიშვნელოვანესია ახალიშრომის კოდექსის შექმნა და იმგვარი ცვლილებების მოხდენა, რომლებიც ადამიანებსღირსეული ცხოვრებისა და შრომის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთამ ცვლილებების.

დღევანდელი ცივილიზებული ევროპა ადამიანთა ურთიერთსოლიდარობითა და უფლებებისთვის ბრძოლამ შექმნა. ღრმად გვწამს, რომ გზა ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისაკენ სწორედ ყველა ჩვენგანის უფლებებისათვის ბრძოლასა და სამოქალაქო მონაწილეობაზე გადის.

 

სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის

2013-05-01

გახდი თანამონაწილე
თანამოაზრეები