

"საქართველოს ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები" წარმოადგენს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ორიენტირებულია სოციალ-დემოკრატიული და პროგრესული პოლიტიკის ღირებულებებისა და სოციალური სამართლიანობის იდეის პოპულარიზაციაზე, ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის გაზრდაზე.
ორგანიზაციის ძირითადი პრინციპებია: თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა.
ორგანიზაცია მიზნად ისახავს:
• დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობით ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში.
• მდგრადი ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარების წახალისებას.
• თანამედროვე ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფო მოდელის საფუძვლების განვითარებას: ხელმისაწვდომი განათლება, საყოველთაო ჯანდაცვა, ღირსეული და ნებაყოფლობითი შრომის უფლებების დაცვა, ანტი-მონოპოლიური საბჭოები, და სხვა.
• სოციალური სამართლიანობის იდეის მხარდაჭერას. თავისუფალი, ემანსიპირებული და პროგრესული საზოგადოების მოწყობას. აქედან გამომდინარე, ვემხრობით ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური თანასწორობის, გენდერული თანასწორობის იდეებს, რელიგიური/ეთნიკური/სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვასა და მათი საზოგადოებაში ღირსეულ ინტეგრაციის ხელშეწყობას.
• ამ იდეების მატრებელ ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რომლებიც იღწვიან მათი პოპულარიზაციისა და პრაქტიკაში განხორციელებისათვის.