კონტაქტი
Social democrats
წესდება

წესდება

 

პოლიტიკური მოძრაობა სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის წესდება
თავი 1. ზოგადი დებულებები
1.1 პოლიტიკური მოძრაობა ,, სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის” (სოციალ-დემოკრატები), შემდგომში მოძრაობა, არის საქართველოს მოქალაქეთა ნებაყოფლობითი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის პოლიტიკური გაერთიანება.
1.2.  მოძრაობა თავის საქმიანობას ახორციელებს კონსტიტუციის,      “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
1.3. მოძრაობა თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
1.4. მოძრაობა წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს.
1.5. მოძრაობის სიმბოლოა  ლოგოტიპი „სდ“, რომელიც წარმოადგენს ქართული ასო-ნიშნებისგან(„სან“ და „დონ“) შედგენილ მონოგრამას. ასო-ნიშან „დონ“-ის წრიულ ნაწილში ჩახაზულია ორგანიზაციის   სიმბოლო _ ასკილი. „დონ“-ის თავთან განლაგებულია ასკილის   ნაყოფის განმასხვავებელი გვირგვინი.
ორგანიზაციის აიდენტიკა წარმოდგენილია 3 გრაფიკული            კომპონენტით:
ჰორიზონტალურ, მშრალი ტერაფოტას ფერის რომბში (12◦დახრით) ჩასმული თეთრი “სდ“ მონოგრამა.
განმარტებითი ტექსტური ბლოკი (12◦დახრით) „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“.
ორგანიზაციის მასკოტი _ასკილის რტოს(ღია ტერაფოტას ფერი) სტილიზირებული გამოსახულება მშრალი ტერაფოტას ფერის ფონზე.
ორგანიზაციის სიმბოლიკის ფერების პარამეტრებია (მშრალი.ტ.0/75/65/0,ღია.ტ.0/65/55/0)
1.6.  მოძრაობას აქვს ბეჭედი, რომელიც წარმოადგენს წრიული ფორმის
ნიშანს, ცენტრში გამოსახული მოძრაობის ლოგოტიპით ,,სდ”.
ლოგოტიპის გარშემო წრიულ ნაწილში განლაგებულია განმარტებითი ტექსტური ბლოკი ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის”.
1.7.     მოძრაობის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის გამზირი, 29/5. ტელ: 96 40 12
თავი 2. მოძრაობის მიზნები და ამოცანები
2.1. მოძრაობის მიზნებია:
2.1.1. ქვეყნის განვითარება,
რაც გულისხმობს სისტემურ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ განვითარებას. განვითარებას ყველასთვის.
2.1.2. ხალხის კეთილდღეობის ზრდა სოციალური ეკონომიკისა და სოციალური დემოკრატიის საფუზველზე. თავისუფლების, თანასწორობის, სამართლიანობისა და სოლიდარობის უზრუნველყოფის პირობებში.
2.2. მოძრაობის ამოცანებია:
2.2.1. სოციალურად ორიენტირებული, კოორდინირებული, სოლიდარული შერეული ეკონომიკის შექმნა.
2.2.2 საშუალო, მცირე და მიკრობიზნესის განვითარების საფუძველზე საშუალო კლასის ჩამოყალიბება სოციალურად და პოლიტიკურად წამყვან კლასად, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წესრიგის მთავარ შემოქმედად.
2.2.3. აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის გატარება განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ევროპული კლასიკური განათლების შერწყმა ქართულ ტრადიციებთან, თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების გათვალისწინება. ყველა მოქალაქისთვის განათლების, როგორც ფუნდამენტური სოციალური უფლების თანაბარი უზრუნველყოფა. მეცნიერებასა და ცოდნაზე დამყარებული საზოგადოების შექმნა.
2.2.4. პასუხისმგებელი, წარმომადგენლობითი და ანგარიშვალდებული მმართველობის შექმნის მხარდაჭერა.
2.2.5. ხელისუფლების დეცენტრალიზაცია, ძალაუფლების ჰორიზონტალური და ვერტიკალური დაყოფა-გაზიარება, რეალური თვითმმართველობის დამკვიდრებაზე განუხრელი ზრუნვა.
2.2.6. საგარეო პოლიტიკის დეიდეოლოგიზაცია, მისი პრაგმატულობისა და მოქნილობის უზრუნველყოფა.
2.2.7. მშვიდობიანი, კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნება მეზობლებთან და გლობალური პოლიტიკის აქტორებთან.
2.2.8. სადაო პოლიტიკური საკითხების გადავადება მხარეებს შორის საკმარისი ურთიერთნდობის გაჩენამდე.
თავი 3. მოძრაობის წევრობა
3.1. მოძრაობის წევრი შეიძლება იყოს საარჩევნო უფლების მქონე  საქართველოს მოქალაქე, რომელიც იზიარებს პარტიის მიზნებს და იცავს ამ წესდებით დადგენილ მოთხოვნებს.
3.2. მოძრაობის წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა პარტიის წევრი.
3.3. მოქალაქეს მოძრაობის წევრად იღებს რაიონული (საქალაქო) ორგანიზაცია, რომლის გადაწყვეტილებასაც ამტკიცებს მოძრაობის აღმასრულებელი კომიტეტი.
3.4. მოქალაქის მოძრაობის წევრად მიღება შეუძლია აგრეთვე მოძრაობის აღმასრულებელ კომიტეტს.
3.5. მოძრაობის წევრად მიღება ხდება პირადი განცხადებისა და არანაკლები ორი წევრის რეკომანდაციის საფუძველზე.
3.6. მოძრაობის წევრობას ადასტურებს მოძრაობის მოწმობა ან მისი შესაბამისი სტრუქტურების მიერ გაცემული ცნობა წევრობის შესახებ.
3.7. მოძრაობის წევრობა ნებაყოფლობითია.
3.8. მოძრაობის წევრს უფლება აქვს:
3.8.1. წესდების შესაბამისად აირჩიოს და იყოს არჩეული მოძრაობის ხელმძღვანელ ორგანოებში;
3.8.2. მონაწილეობა მიიღოს მოძრაობის საქმიანობის ნებისმიერი საკითხის განხილვაში;
3.8.3. პირადად მონაწილეობა მიიღოს (ხმის უფლების გარეშე) მოძრაობის ხელმძღვანელ ორგანოების იმ სხდომებზე, რომელზეც განიხილება მისი საქმიანობის ან ქცევის საკითხი და მისცეს განმარტებები;
3.8.4. გაასაჩივროს მოძრაობის ნებისმიერი ორგანოს გადაწყვეტილება ზემდგომ პარტიულ  ორგანოში;
3.8.5. კითხვით, განცხადებით და წინადადებით მიმართოს მოძრაობის ნებისმიერ ორგანოს და ხელმძღვანელ პირს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მოძრაობის საქმიანობასთან დაკავშირებით;
3.8.6. მოძრაობიდან გასვლა თავისუფალია. მოძრაობის წევრი მოძრაობიდან გასულად ჩაითველბა მის მიერ განცხადების წარდგენის დღიდან;
3.8.7. მოძრაობის წევრი შეიძლება გარიცხულ იქნას მოძრაობიდან წესდების სისტემატური დარღვევის ან მოძრაობის სახელისა და ღირსების შემლახავი ქმედების გამო. წევრის მოძრაობიდან გარიცხვის საკითხს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მოძრაობის აღმასრულებელი კომიტეტი.
3.9. მოძრაობის წევრი მოვალეა:
3.9.1. დაიცვას მოძრაობის წესდება;
3.9.2. აქტიური მონაწილეობა მიიღოს მოძრაობის საქმიანობაში;
3.9.3. შეასრულოს მოძრაობის ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები;
3.9.4. გაუფრთხილდეს მოძრაობის ავტორიტეტს და სახელს, ფართო პროპაგანდა გაუწიოს მის საქმიანობას;
3.9.5. გაუფრთხილდეს მოძრაობის მატერიალურ  ტექნიკურ ბაზას. იზრუნოს მისი განმტკიცებისათვის;
3.9.6. დადგენილი წესითა და ოდენობით გადაიხადოს საწევრო შესატანი.
თავი 4. მოძრაობის სტრუქტურა
4.1. მოძრაობაში შეიძლება შეიქმნას სტრუქტურული ერთეულები ტერიტორიული ნიშნით (რეგიონალური, რაიონული, საქალაქო), ასევე დარგობრივი ან სხვა ინტერესების მიხედვით.
4.2. ქ. თბილისის ორგანიზაცია სარგებლობს რეგიონალური ორგანიზაციის უფლებით.
4.3. სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესს განსაზღვრავს დებულება, რომელსაც ქმნის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული და ამტკიცებს მოძრაობის აღმასრულებელი კომიტეტი.
4.4. მოძრაობის სტრუქტურული ერთეული ვალდებულია თავისი საქმიანობა წარმართოს მოძრაობის პოლიტიკური კურსის შესაბამისად.
4.5. მოძრაობა ურთიერთშეთანხმებითა და შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე თანამშრომლობს დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და გაერთიანებებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
თავი 5. მოძრაობის ყრილობა
5.1. მოძრაობის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა ყრილობა.
5.2. ყრილობა იმართება 2 წელიწადში ერთხელ.
5.3. მოძრაობის რიგგარეშე ყრილობას იწვევს მოძრაობის თავმჯდომარე:
5.3.1. პოლიტიკური საბჭოს მოთხოვნით;
5.3.2. აღმასრულებელი კომიტეტის მოთხოვნით;
5.3.3. მოძრაობის წევრთა საერთო რაოდენობის სულ ცოტა 1/5-ის წერილობითი მოთხოვნით;
5.3.4. თავისი ინიციატივით.
5.4. რიგგარეშე ყრილობის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოძრაობის თავმჯდომარე მოთხოვნის შემოსვლიდან 2 კვირის ვადაში. რიგგარეშე ყრილობა ტარდება მოწვევიდან 1 თვის ვადაში ინიციატორის მიერ წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
5.5. ყრილობაზე დელეგატების შერჩევის წესს ადგენს მოძრაობის აღმასრულებელი კომიტეტი.
5.6. ყრილობა უფლებამოსილია თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი.
5.7. ყრილობა გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე დელეგატთა ხმათაA უმრავლესობით.
5.8. ყრილობა:
5.8.1. ისმენს მის მიერ არჩეული ორგანოების ანგარიშს;
5.8.2. დამსწრე დელეგატთა 2/3 –ის უმრავლესობით იღებს მოძრაობის წესდებას ან ცვლილება შეაქვს მასში;
5.8.3. დადგენილი წესით მოძრაობის წევრთაგან ირჩევს თავმჯდომარეს და პოლიტიკურ საბჭოს.
5.8.4. მოძრაობის წევრთაგან ირჩევს სარევიზიო კომისიას;
5.8.5. განსაზღვრავს მოძრაობის პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებებს;
5.8.6. უფლებამოსილია გააუქმოს პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5.9. ყრილობის გადაწყვეტილება სავალდებულოა მოძრაობის ყველა წევრის, ორგანოსა და სტრუქტურული ერთეულისთვის.
თავი 6. პოლიტიკური საბჭო
6.1. ყრილობებს შორის პერიოდში მოძრაობის უმაღლესი ორგანოა პოლიტიკური საბჭო.
6.2. პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შედის მოძრაობის 50დან-55 წევრამდე, რომელსაც ირჩევს ყრილობა და რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
6.3. პოლიტიკური საბჭო თავისი რიგებიდან ირჩევს  მოძრაობის აღმასრულებელ კომიტეტს 11 კაცის შემადგენლობით.OO
6.4. პოლიტიკური საბჭოს სხდომები ტარდება 2 თვეში ერთხელ მაინც.
6.5. პოლიტიკური საბჭოს რიგგარეშე სხდომებს იწვევს მოძრაობის თავჯდომარე:
6.5.1. პოლიტსაბჭოს წევრთა 1/5-ის მოთხოვნით;
6.5.2.       აღმასრულებელი კომიტეტის მოთხოვნით;
6.5.3. თავისი ინიციატივით.
6.6. პოლიტსაბჭოს რიგგარეშე სხდომები ტარდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 დღისა.
6.7. პოლიტიკური საბჭოს სხდომას წარმართავს მოძრაობის თავჯდომარე.
6.8. პოლიტიკური საბჭოს სხდომები უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით.
6.9. პოლიტიკური საბჭო განიხილავს მოძრაობის სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებს. იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს და დოკუმენტებს.
6.10. აკეთებს განცხადებებს მოძრაობის სახელით.
თავი 7. მოძრაობის აღმასრულებელი კომიტეტი
7.1. ყრილობებსა და პოლიტიკური საბჭოს სხდომებს შორის მოძრაობის საქმიანობის წარმართველი მუდმივმოქმედი ორგანოა მოძრაობის აღმასრულებელი კომიტეტი.
7.2. მოძრაობის აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობაში შედიან:
7.2.1. მოძრაობის თავმჯდომარე;
7.2.2. პოლიტიკური საბჭოს მიერ თავისი რიგებიდან არჩეული 10 წევრი.
7.3. მოძრაობის აღმასრულებელი კომიტეტი უზრუნველყოფს მოძრაობის საქმიანობის ორგანიზებას.
7.4. კოორდინაციას უწევს ტერიტორიული და დარგობრივი ერთეულების საქმიანობას.
7.5. მოძრაობის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მოძრაობის აპარატის სტრუქტურას.
7.6. შეიმუშავებს დოკუმენტებს და აკეთებს განცხადებებს მოძრაობის სახელით.
7.7. შეიმუშავებს ყრილობის დღის წესრიგს, წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ ყრილობას.
7.8. განსაზღვრავს ყრილობაზე დელეგატთა არჩევის წესს.
7.9. უფლებამოსილია  მოითხოვოს მოძრაობის პოლიტიკური საბჭოსა და ყრილობის რიგგარეშე სხდომის მოწვევა.
7.10. მოძრაობის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომები ტარდება კვირაში ერთხელ მაინც, იგი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
7.11. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით.
თავი 8. მოძრაობის თავმჯდომარე
8.1. მოძრაობის თავმჯდომარე მოძრაობის უმაღლესი თანამდებობის პირია. იგი მოქმედებს მოძრაობის ყრილობის, პოლიტიკური საბჭოს და აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებათა შესაბამისად.
8.2. წარმოადგენს მოძრაობას ქვეყნის შიგნით და საგარეო ურთიერთობებში.
8.3. არის მოძრაობის პოლიტიკური საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, იწვევს, ამზადებს და ხელმძღვანელობს მათ სხდომებს;
8.4. კოორდინაციას უწევს მოძრაობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და მოძრაობის სხვა თანამდებობების პირების საქმიანობას;
8.5. აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს მოძრაობის სახელით;
8.6. გამოსცემს განკარგულებებს;
8.7. ხელს აწერს პოლიტიკური საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებებს და განცხადებებს;
8.8. მოძრაობის აღმასრულებელ კომიტეტს წარუდგენს დასამტკიცებლად მოძრაობის აპარატის სტრუქტურას. ნიშნავს და ათავისუფლებს აპარატის სამსახურების ხელმძღვანელებს;
8.9. მოძრაობის თავჯდომარე მოძრაობის აღმასრულებელი კომიტეტის წევრთაგან შეარჩევს მოადგილის კანდიდატურას, რომელიც მოძრაობის თავჯდომარის არყოფნის ან ფუნქციათა განხორციელების დროებით შეუძელბლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს. მოადგილის კანდიდატურას ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს მოძრაობის აღმასრულებელი კომიტეტი.
8.10. მოძრაობის თავჯდომარის უფლებამოსილება განისაზღვრება 2 წლის ვადით ყრილობიდან ყრილობამდე.
თავი 9. სარევიზიო კომისია
9.1. სარევიზიო კომისიას 5 წევრის შემადგენლობით ირჩევს ყრილობა.
9.2. სარევიზიო კომისიას ხელმძღვანელობს მისი თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან წევრთა უმრავლესობით ირჩევს კომისიის წევრები.
9.3. სარევიზიო კომისია აკონტროლებს აპარატის წევრების, ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების მიერ მოძრაობის წესდების დაცვას, მოძრაობის საფინანსო საქმიანობას და თავის დასკვნებს წარუდგენს შესაბამის პარტიულ ორგანოს.
9.4. სარევიზიო კომისია შემოწმების შედეგების საფუძველზე შეიმუშავებს და შესაბამის ორგანოს წარუდგენს წინადადებებს პარტიული სასჯელების დაკისრებისა და მოძრაობის ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ.
9.5. სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღებაE წევრთა უმრავლესობით.
9.6. სარევიზიო კომისია ვალდებულია თავისი დასკვნა გააცნოს აღმასრულებელ კომიტეტსა და იმ ორგანოს ან წევრს, რომელსაც იგი ეხება.
9.7. სარევიზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს მოძრაობის სხვა ორგანოს წევრი.
9.8. სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებულია მხოლოდ მოძრაობის ყრილობის წინაშე. სარევიზიო კომიის წევრისათვის პარტიული სასჯელის დაკისრების საკითხს წყვეტს მოძრაობის პოლიტიკური საბჭო.
9.9. მოძრაობის სარევიზიო კომისიის წევრს უფლება აქვს დაესწროს მოძრაობის ნებისმიერი დონის ორგანოსა და სტრუქტურული ერთეულის სხდომას და გამოთქვას მოსაზრებები.
თავი 10. მოძრაობის ფინანსები
10.1. მოძრაობის ფინანსები შედგება:
10.1.1. მოძრაობის წევრთა საწევრო შენატანებისგან, რომელთა შემოღებისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოძრაობის აღმასრულებელი კომიტეტი;
10.1.2. იურიდიულ და ფიზიკურ პირთა კანონით განსაზღვრული და ნებადართული შემოწირულობები;
10.1.3. კანონით დადგენილ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები აგრეთვე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო, საინფორმაციო და სხვა საქმიანობიდან მიღებული თანხები.
თავი 11.  მოძრაობის და საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია)
11.1. მოძრაობის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველზე.
11.2. მოძრაობის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.
11.3. მოძრაობის რეორგანიზაცია (შერწყმა, შეერთება, გაყოფა) ხდება ყრილობის გადაწყვეტილებით. რეორგანიზაციის შემთხვევაში მოძრაობის ქონების განაწილების  საკითხს წყვეტს ყრილობა დადგენილი წესით.
11.4. მოძრაობის თვითლიკვიდაცია ხდება ყრილობის გადაწყვეტილებით.
11.5. მოძრაობის აკრძალვის, თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას.
თავი 12. წესდების შეცვლის წესი
12.1. წესდების შეცვლა, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეუძლია მხოლოდ მოძრაობის ყრილობას.
გახდი თანამონაწილე
თანამოაზრეები