ეკატერინე სანიკიძე – ექიმი-ინტერნალისტი და ფთიზიატრი, ბიოეთიკოსი, მედიცინის ისტორიკოსი,  სამედიცინო სამართლის, ადვოკაცია-კომუნიკაციის და ჯანდაცვის სპეციალისტი,  ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის კვლევისა და სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კარიერული ცენტრის ხელმძღვანელი, ბიოეთიკისა და სამართლის დეპარტამენტის ხელ-ი.

დაიბადა 1969 წლის 6 ივლისს, თბილისში, პედაგოგების ოჯახში. ჰყავს მეუღლე და სამი ქალიშვილი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1992 წელს, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის სამედიცინო ჟურნალისტიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტი  – 1988 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა კარდიო-ინტენსიური განყოფილების ექთნად,  ზოგადი თერაპიისა და სუბორდინაციის კათედრის  ექიმ-ინტერნატ, უბნის თერაპევტად (პჯდ), სასწრაფო დახმარების ექიმად, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ს/კ ინსტიტუტის ექიმ-რეზიდენტად, ფთიზიატრად, ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის აკსმ კოორდინატორად, ემორი-საქართველოს ერთობლივი კლინიკური კვლევის კოორდინატორად, ეთიკის კომიტეტების ხელმძღვანელად, ონკოლოგიური და სამკურნალო-დიაგნოსტიკური კლინიკების დირექტორად. 2006 წლიდან მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში,  კვლევებში, არის სამეცნიერო სტატიების, სასწავლო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. 2011-2012 იყო ფოგარტის პროგრამის სტიპენდიანტი და ემორის უნივერსიტეტის სწავლების კურსების მონაწილე. ამჟამად არის მრავალპროფილური კლინიკის სტრატეგიული ხელმძღვანელი, პედაგოგი -ლექტორი, ადვოკაცია-კომუნიკაციის სპეციალისტი, პაციენტთა სამოქალაქო ორგანიზაციებისა და პროფესიული საზოგადოებების ექსპერტ-კონსულტანტი და ჯანდაცვითი პროექტების ინიციატორი.

2017 წლიდან ე. სანიკიძემ დააფუძნა საქართველოს ფსიქოონკოლოგიის საზოგადოება, რომელიც ახლახანს გაწევრიანდა საერთაშორისო ფსიქოონკოლოგიის საზოგადოებაში, მუშაობს სასერთიფიკაციო პროგრამისა და შესაბამისი კვალიფიკაციის დანერგვაზე საქართველოში, იბრძვის ონკონუტრიციისა და ონკორეაბილიტაციის მიმართულებების დანერგვისა და კიბოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებისათვის საქართველოში. სამედიცინო და აკადემიური საქმიანობის პარალელურად, ამჟამად მუშაობს ბიოეთიკის საკვალიფიკაციო და სადოქტორო კურსების შექმნისა და ეთიკური კომიტეტების ინსტიტუციონალური დანერგვისათვის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში.

X