გია ჟორჟოლიანის განცხადებით ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პრეზენტაციის ფორმატს ცვლის

ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების გამო, „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ დაანონსებული პარტიული სიისა და პროგრამის პრეზენტაციის ფორმატს ცვლის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი განმარტებით, 14 სექტემბერს, სახელმწიფო მუზეუმის შიდა ეზოში (რუსთაველის გამზ. N3) პარტიის სიისა და პროგრამის პრეზენტაცია მხოლოდ ჟურნალისტებისთვის გაიმართება.

პარტია ბოდიშს უხდის მოწვეული დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების წარმომადგენლებს ფორმატის ცვლილების გამო.

X