ნოდარ ელიზბარაშვილი  თსუ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მენციერებათა ფაკულტეტის პროფესორი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი. 1985 წლიდან უძღვება სალექციო კურსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გეოგრაფიული მეცნიერებების მიმართულებით. არის 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის ათეულებით სასკოლო და უმაღლესი სასწავლებლის სახელმძღვანელოს. 2008 წლიდან არის კავკასიის ბიომრავალფეროვნების საბჭოს (CBC, CEPF, WWF Caucasus) წევრი, ხოლო 2012 წლიდან გაეროს გარემოს პროგრამის (UNEP): საქართველოს ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური შეფასება (TEEB) – განვითარების საკონსულტაციო საბჭოს წევრი, არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2009 წლიდან – დღემდე – საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მოქმედი “საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბუნების ძეგლების აღრიცხვის, მათი მდგომარეობის აღწერის და შესაბამისი დაცვის რეჟიმის პერსპექტივის განმსაზღვრელი კომისიის” წევრი.

X