დავით გაბუნია – მეცნიერების დოქტორი. მისი  მოღვაწეობა დაკავშირებული იყო როგორც უშუალოდ სამეცნიერო-კვლევევით საქმიანობასთან, ისე მის ორგანიზებასა და მართვასთან. იყო საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის მინისტრის მოადგილე. ხელმძღვანელობდა ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის ჩამოყალიბებას,   1992-2009 წლებში  სათავეში ედგა    ”საქპატენტს”.  აქტიურად მონაწილობდა გაეროს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობაში, იყო ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის    ბერნის კავშირისა და  ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო რეგისტრაციის  ლისაბონის კავშირის ასამბლეების ვიცე-პრეზიდენტი. ჩამოაყალიბა ჟურნალი „ინტელექტუალური საკუთრება“ და იყო მისი მთავარი რედაქტორი. ამჟამად არის „ორიჯინ – საქართველოს“ დირექტორი, რომლის საქმიანობის სფეროს  ქართული წარმოშობის გამორჩეული პროდუქციის ბრენდირების ხელშეწყობა წარმოადგენს.     არის ბიოკიბერნეტიკასა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში 50-მდე პუბლიკაციისა და რამდენიმე წიგნის ავტორი. არის საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის სრულუფლებიანი წევრი. დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზააციის (WIPO) ოქროს მედლით. არის პარტიის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

დავით   გაბუნია:                                                                                        

,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  განათლებისა და მეცნიერების სისტემების სრულყოფილი გარდაქმნა,  მათი პრიორიტეტების ქვეყნის განვითარების საჭიროებებისკენ მიმართვა

 

 

 

 

X