გიორგი კევლიშვილი – დაამთავრა სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. იყო სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თანამედროვე ხელოვნების სახელოსნოს ხელმძღვანელი; სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის მრჩეველი; 2012 წლიდან – საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს აპარატის მთავარი მრჩეველი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანაშემწე; ფინანსთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის კონსულტანტი; საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მთავარი მრჩეველი. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან არსებული თვითმმართველობის რეფორმის მრჩეველთა საბჭოს წევრი; პარტიის დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი. 

გიორგი კევლიშვილი: საქართველო მსოფლიო ისტორიაში პირველი სახელმწიფოა, სადაც სოციალდემოკრატები ხელისუფლებაში მოვიდნენ. დღესაც, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სამი ათწლეულის შემდეგ, ჩემთვის ცხადიაჩვენი ხალხის არსებით პრობლემებზე პასუხები მხოლოდ ჩვენს ისტორიაზე დაფუძნებულ, ახალი დროის მოთხოვნების, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად განახლებულ სოციალდემოკრატიულ მიდგომებშია.“

X