14 სექტემბერს, პოლიტიკური პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ეროვნული მუზეუმის შიდა ეზოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი გუნდის პროპორციული სიისა და პარტიის პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, ,,სოციალ-დემოკრატები“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარებს არ წარადგენს. გია ჟორჟოლიანმა, მოუწოდა ამომრჩეველს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარი დაუჭიროს ნებისმიერი მაჟორიტარობის კანდიდატს, გარდა ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი განაყოფებისა.

„საპარლამენტო არჩევნებზე პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მხოლოდ პროპორციული სიით წარდგება. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით: ,,პარლამენტის შემადგენლობის 80% პარტიული სიებით დაკომპლექტდება, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას, საპარლამენტო მუშაობას, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

X