„სოციალ-დემოკრატების“ განცხადება 2008 წლის ომის 12 წლის თავთან დაკავშირებით

12 წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს ომის შემდეგ. ამ ომმა შეიწირა ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ადამიანური დანაკარგის გარდა, მოგვიტანა კიდევ უფრო მეტი გაუცხოება როგორც ოსურ, ისე აფხაზურ საზოგადოებებთან. რუსული ოკუპაცია ყოველ ჯერზე გვახსენებს თავს და არ აძლევს გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს თავისუფლად და მშვიდობიანად ცხოვრების საშუალებას.

დღეს შექმნილი ვითარება კარგად მიგვითითებს წარსულის გააზრების აუცილებლობაზე, იმაზე, რომ ზოგჯერ შეცდომა დანაშაულზე მეტია და რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული ეთნიკური კონფლიქტების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან დიალოგისა და შერიგების გრძელვადიანი პროცესის საშუალებით.

ჩვენ გვჯერა, რომ სამომავლო პოლიტიკა დაეფუძნება საერთო-სახელმწიფოებრივ განვითარების ხედვას, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ამ განვითარების პროცესში საკუთარი ადგილი დაიკავონ აფხაზმა და ოსმა ხალხმა. ვაქციოთ ომი ისტორიად!

X