რატომ არის ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმა მცდარი?

დილიდან ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა გვთავაზობს ვითომ “ანტი-კრიზისულ” გეგმას. ისინი მოითხოვენ საშემოსავლო და ქონების გადასახადის გაუქმებას ვითომდა იმ მიზნით, რომ ხალხს ფული დარჩეს. სინამდვილეში, ამ გეგმით შემოსავლების უდიდესი ნაწილი რჩებათ ყველაზე მდიდარ ადამიანებს, სახელმწიფოს ბიუჯეტი კი დამატებით გარღვევას განიცდის და ვეღარ მოახერხებს იმ ადამაინების დახმარებას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამით, მოხდება ის, რომ სახელწმიფოს აღარ შეეძლება დაეხმაროს მოქალქეებს და უმრავლესობა ყველაზე მდიდარი ადამიანების მოწყალებაზე გახდება დამოკიდებული.

1 – ის კომპანიებიც, რომელთაც შეაჩერეს მუშაობა, უკვე აღარ იხდიან არანაირ გადასახადებს. სამსახური დაკარგა უამრავმა ადამიანმა და ვეღარ იხდიან საშემოსავლო გადასახადს! მათ არ სჭირდებათ გადასახადების გაუქმება, მათ სჭირდებათ დახმარება.

2- კომპანიები, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას, განსაკუთრებით ისეთები, როგორიც არის: ფარმაცევტული ბიზნესი, მსხვილი სავაჭრო ბიზნესი, საბანკო ბიზნესი, სათამაშო ბიზნესი, სატელეკომუნიკაციო ბიზნესი და სხვა…, იღებენ განსაკუთრებით მაღალ მოგებას და მათ მეპატრონეებს დივიდენდები მიაქვთ სახლში! დღეს, მათთვის გადასახადების გაუქმება, რასაც გვთავაზობს ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, ნიშნავს სახელმწიფოს უუნარობას მოახდინოს რესურსების, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახსრების გადანაწილება მოსახლეობაზე!

3- ქონების გადასახადს იხდიან მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც საქართველოში საშუალო ხელფასზე სამჯერ მეტი შემოსავალი აქვთ. შესაბამისად, ეს პარტიები ითხოვენ ყველაზე მდიდრებისთვის გადასახადების გაუქმებას, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანხების მობილიზება.

4- სუბსიდირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ სპეციალურ დარგებზე და კომპანიებზე, რომლებიც კრიზისულ ვითარებაში საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეს უნდა მოხდეს არა დივიდენდების გასაზრდელად, არამედ უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფისთვის მკაცრი კონტროლით.

რა უნდა გაკეთდეს?

უნდა შეიქმნას სპეციალური სოლიდარობის ფონდი, რომელიც შეივსება საყოველთაო სავალდებულო შენატანებით მომუშავე კომპანიებისგან და იმ დასაქმებულებისგან, რომელთაც სამსახური შეინარჩუნა. ამ გზით მნიშვნელოვანი თანხები მობილიზდება, რომელიც პირდაპირ გადანაწილება მათზე, ვინც სამსახური დაკარგა!

სავალდებულო შენატანი არ შეეხებათ ყველაზე დაბალ შემოსავლიან დასაქმებულებს, მაგალითად 1000 ლარამდე შემოსავლების მქონეებს. ამ თანხის ზემოთ კი გაიზრდება დასაბეგრი განაკვეთები, რომელიც უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს მაღალ შემოსავლიან დასაქმებულების, “სუპერ მდიდრებისთვის”, ჩინოვნიკებისთვის, ტოპ მენეჯერებისთვის და ა.შ.

კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ როდესაც სახელმწიფო რჩება სახსრების გარეშე, იწყება ომი ყველასი – ყველას წინააღმდეგ. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რჩება ცალკეული ადამიანების დამამცირებელი მოწყალების ამარა. ამიტომ, სწორედ სახელმწიფომ უნდა განახორციელოს მობილიზება და სამართლიანი გადანაწილება!

ჩვენ არ ვართ წინააღმდეგები ცალკეული ადამიანების ქველმოქმედების და მოვუწოდებთ კიდეც ამისკენ, თუმცა
უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არ გვქმნის საზოგადეობად. ჩვენ, სხვა ადამიანებსაც შეგვიძლია ერთმანეთის გვერდში დგომა, ეს ყველას პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვართ საზოგადეობა და არა ცალკეული ინდივიდები!

იმედი გვაქვს, ქართული საზოგადეობა აცნობიერებს ამ პარტიების მავნებლურ მოწოდებებს და ჩვენი ალტერნატივის უალტერნატივობას არსებულ სიტუაციაში!

X