პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს

პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სოციალ-დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, თბილისში უკვე განთავსდა პარტიის სარეკლამო ბანერები და გაიხსნა საარჩევნო შტაბი (აღმაშენებლის გამზ. №123 ტელ. 599077867).

„დავიწყეთ საარჩევნო პლატფორმის თეზისებისა და პარტიული გაზეთის გავრცელება. გთხოვთ, ყველა ჩვენ მხარდამჭერს და მათ, ვინც იზიარებს ჩვენი პარტიის პრინციპებს და შეხედულებს, შემოგვიერთდეთ. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, დადგა სოციალ-დემოკრატიის დრო. სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკა საქართველოს აქცევს განვითარებულ ქვეყნად, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა და კეთილდღეობა ყველასთვის და არა ცოტასთვის. ყველა ხმა საქართველოს განვითარებისთვის!“ – აღნიშნულია „სოციალ-დემოკრატების“ განცხადებაში.

X