ბიოგრაფია:

გია ჟორჟოლიანი დაიბადა 1954 წლის 20 ნომებერს თბილისში, ქართველი ინტელიგენტების – გიორგი ჟორჟოლიანის და ლეილა შელიავას ოჯახში.

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, 1977 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისში გია ჟორჟოლიანი ძირითადად მუშაობდა საქართველოს, ირანისა და ახლო აღმოსავლეთის შუა საუკუნეების ისტორიის და პრობლემებზე. 1983 წელს დაიცვა დისერტაცია.

1995 წლიდან გია ჟორჟოლიანის სამეცნიერო ინტერესების სფერომ პოლიტიკური მეცნიერებებისკენ გადაინაცვლა. იგი ინტენსიურად სწავლობდა დემოკრატიზაციის პროცესში მყოფ ქვეყნებს. ამ მიმართულებით მუშაობდა საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებში: 1996 წელს – პარიზში, ჟორჟ დიუმეზილის სახ. კავკასიის შედარებითი სამეცნიერო კვლევების ცენტრში, 2000 წელს – მოსკოვში, რუსეთ-ბრიტანეთის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში.

2005 წლიდან დღემდე გია ჟორჟოლიანი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ის კითხულობს ლექციებს პოლიტიკური მეცნიერებების დარგში.

1996 წლიდან დღემდ უძღვება არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაციის „საზოგადოების კველვის ცენტრი“ სამეცნიერო საბჭოს. მისი ხელმძღვანელობით ცენტრმა ჩაატარა მთელი რიგი კვლევები, მათ შორის შეისწავლა პოსტსაბჭოთა ტრანფორმაციის, სამოქალაქო საზოგადოების, მასმედიის, პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციის პრობლემები და სხვა. მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, არის სხვადასხვა გამოცემათა რედაქტორი, სამეცნიერო შრომების, მონოგრაფიების, თარგმანებისა თუ სტატიების ავტორი და გამომცემელი.

 

პოლიტიკური მოღვაწეობა:

80-იანი წლების ბოლოდან, მას შემდეგ რაც სერიოზული ცვლილებები დაიწყო სსრკ-ში, გია ჟორჟოლიანი აქტიურად ჩაერთო საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ალექსანდრე ჯავახიშვილის, მერაბ მამარდაშვილის, ნოდარ ნათაძის, ელდარ შენგელაიასა და საქართველოს სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების გვერდით, გია ჟორჟოლიანი იყო საქართველოს სახალხო ფრონტის ერთ-ერთი ორგნიზატორი.

1992-95 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრობისას გია ჟორჟოლიანის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა პარლამენტის კვლევითი სამსახური, რომელიც დღემდე მოქმედებს და ახორციელებს პარლამენტის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას.

გია ჟორჟოლიანი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი იყო. მოგვიანებით ჟორჟოლიანისთვის ცხადი გახდა, რომ „მოქალაქეთა კავშირი“ ჩამოყალიბდა არა როგორც სახალხო-ეროვნული მოძრაობა, რომელსაც უნდა შემოეკრიბა საზოგადოების ფართო ფენები, არამედ განვითარდა როგორც აპარატული, ბიუროკრატული ტიპის პარტია. 1995 წელს გია ჟორჟოლიანმა უარი თქვა მოქალაქეთა კავშირის სიით პარლამენტში შესვლაზე, დატოვა როგორც პარტია, ასევე, ცოტა ხანში, პოლიტიკაც და დაუბრუნდა მეცნიერულ და საზოგადოებრივ მუშაობას.

1998 წელს გია ჟორჟოლიანი იყო პოლიტიკური ორგანიზაცია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი.

2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ გია ჟორჟოლიანმა მიიღო პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება და საფუძველი ჩაუყარა ევროპული ტიპის, მემარცხენე ორიენტაციის პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას. მეცნიერებისა და საზოგადოების ფართო ფენების წარმომადგენლებთან ერთად გია ჟორჟოლიანამ 2010 წლის ივნისში დააფუძნა პოლიტიკური ორგანიზაცია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“.

2012 წლიდან გია ჟორჟოლიანი საქართველოს პარლამენტის წევრია. იყო რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა ფრაქციას „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები“. მას ეკუთვნის მრავალი საკანონმდებლო და პოლიტიკური ინიციატივა. მათ შორის აღსანიშნავია ინიციატივები რეგიონების განვითარების, თვითმმართველობის, საგადასახადო, საპენსიო, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების და სხვა სფეროებში. აქტიურად მონაწილეობდა ევროპარლამენტთან თანამშრომლობის პროცესში.

2018 წელს თებერვალში გია ჟორჟოლიანმა დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან ვეღარ ხედავდა მმართველ პარტიასთან თანმშრომლობის პერსპექტივას. სოციალ-დემოკრატების ხედვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზებზე ვერ პოულობდა მხარდაჭერას მმართველ გუნდში.

 

ოჯახური მდგომარეობა:

მეუღლე თინა ზალდასტანიშვილი, ფილოგიის მეცნიერებათა კანდიდატია. ვაჟი – გიორგი 44 წლის და ქალიშვილი – ქეთი 38 წლის. შვილიშვილები: თინი, ელკი და ლიზა.

X