სოციალ-დემოკრატიული განვითარება გულისხმობს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას!

კონფლიქტების გადაჭრისაკენ მიმავალი გზა რთული და ხანგრძლივია. ამ მიმართულებით დღეს არსებულმა მიდგომებმა შედეგი ვერ მოიტანა. ამდენად აუცილებელია მათი შეცვლა და შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

  • ნდობის აღდგენა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან;
  • ნდობის აღდგენამდე მორატორიუმის შემოღება პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით;
  • ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა, მათ შორის ვაჭრობის, ერთობლივი საწარმოებისა და ინვესტიციების ხელშეწყობა;
  • მოლაპარაკებათა წარმოება  და  ურთიერთობათა  დამყარება  ყველა დონეზე, მათ შორის დეფაქტო ხელისუფლებებთან;
  • ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება;
  • სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა;
  • თავისუფალი გადაადგილების  უზრუნველყოფა  უსაფრთხოების ერთობლივი გარანტიების პირობებში;
  •  

კონფლიქტურ  ტერიტორიებზე  მცხოვრები  მოსახლეობისათვის საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის თანასწორი შესაძლებლობის უზრუნველყოფა,  მათ  შორის  ევროკავშირთან  უვიზო  მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის, დონორული და საგრანტო დახმარებების მიღების სრული ხელმისაწვდომობისა. მხოლოდ ასეთი ნაბიჯების გადადგმა შექმნის ამ კონფლიქტების საბოლოო გადაწყვეტის წინაპირობებს. ვაქციოთ ომი ისტორიად!

X