სოციალ-დემოკრატიული განვითარება გულისხმობს  საგარეო პოლიტიკის განთავისუფლებას იდეოლოგიისაგან!   აუცილებელია, საგარეო პოლიტიკა გავათავისუფლოთ იდეოლოგიისაგან და დავუქვემდებაროთ ის ქვეყნის განვითარების, ეკონომიკის აღორძინების ინტერესებს. ჩვენ  ვცხოვრობთ  ცვალებად  და  უკიდურესად  არაპროგნოზირებად სამყაროში. თუკი ჩვენ საკუთარი პოლიტიკა არ გვექნება, სხვისი პოლიტიკის გამტარებლად ვიქცევით.  
  • უნდა გადავიაზროთ,  შევცვალოთ  გაბატონებული  აზრი,  რომ საქართველო  არის  მსხვერპლი  და  ჩვენი  შველა  მხოლოდ  ძლიერი მფარველის მოძებნის შემთხვევაშია შესაძლებელი;
  • უნდა მივისწრაფოდეთ,  რომ  ქვეყნის  შიგნით  ჩამოყალიბდეს მაქსიმალურად  კონსენსუალური  პრინციპები  და  მიდგომები  საგარეო პოლიტიკისადმი;
  • დღეს ჩვენ მოწმენი ვართ სერიოზული გამოწვევებისა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხრივ. დამოუკიდებლად იმისაგან, თუ როგორ განვითარდება ამ  ზესახელმწიფოებრივ  გაერთიანებათა  მომავალი, ევროპა და აშშ არიან და იქნებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები;
  • ჩვენი ეკონომიკის განვითარებისათვის, მოსახლეობის კეთილდღეობის მიღწევისათვის აუცილებელია შევამციროთ დაძაბულობა და აქტიურად ვითანამშრომლოთ რუსეთის   ეკონომიკასთან   სუვერენიტეტის პრინციპების დაცვით;
  • ჩვენი ქვეყნის  განვითარებისათვის  კრიტიკულად  მნიშვნელოვანია მშვიდობიან  და  ინტენსიურ  ეკონომიკურ  თანამშრომლობაზე დაფუძნებული  პოლიტიკა  რეგიონის  დიდ  სახელმწიფოებთან, როგორიცაა თურქეთი, ასევე ჩვენს მეზობლებთან ამიერკავკასიასა და შუა აღმოსავლეთში;
  • მსოფლიო პოლიტიკაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდებიან სწრაფად მზარდი აღმოსავლეთის  ქვეყნები,  რომელთაგან  განსაკუთრებული ჩინეთის როლია. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურება უაღრესად  აქტუალურია  დღესაც  და  კიდევ  უფრო  მნიშვნელოვანი გახდება პერსპექტივაში.
მხოლოდ ასეთი ნაბიჯების გადადგმა შექმნის ამ კონფლიქტების საბოლოო გადაწყვეტის წინაპირობებს.   ჩვენ შევცვლით სახელმწიფო მმართველობის ნეოლიბერალურ იდეოლოგიას სოციალ–დემოკრატიული იდეოლოგიით!   ჩვენ უარს ვიტყვით 30 წლიან მცდარ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და სახელმწიფოს ჩავაყენებთ ეკონომიკის განვითარების სათავეში!   ჩვენ შევცვლით ეროვნულ ნიჰილიზმს ქვეყნის განვითარების რწმენით! ჩვენი მიზანი არ გულისხმობს ხელისუფლების უბრალოდ  მორიგ ცვლილებას. ჩვენ გვჭირდება რევოლუციური გარდაქმნები, რომლებიც ძირეულად შეცვლის ქვეყნის ბედს, თითოეული მოქალაქის ცხოვრებას.  
X