
სოციალ-დემოკრატიული განვითარება ნიშნავს ღირსეული ცხოვრებისა და შრომის პირობებს სოფლად!
ქართული სოფელი არის ქართული კულტურის განვითარებისა და ტრადიციების შენარჩუნების ადგილი და ის ღირსეული დასაქმებისა და ღირსეული ცხოვრების მთავარ ადგილადაც უნდა ვაქციოთ.
ამ მიზანს ემსახურება:
- აგრარული პოლიტიკა, ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარება რეგიონებში;
- სოფლისა და სახელმწიფოს პარტნიორობა.
- აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტია აგროპროდუქციის რეალიზაციის უზრუნველყოფა.
- სოფლად წარმოებული პირველადი პროდუქციის გარანტირებულ რეალიზაციისათვის აუცილებელი პირობების შექმნა:
- სოფლებში სურსათის ჩამბარებელი პუნქტების გახსნა და მათი უზრუნველყოფა სატრანსპორტო საშუალებებით;
- ყველა რაიონულ ცენტრში სურსათის შემნახველი სასაწყობო და სამაცივრე მეურნეობისა და სურსათის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა;
- საჯარო დაწესებულებათა მიერ ადგილობრივი სურსათის შესყიდვის წახალისება;
- ექსპორტზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების წახალისება და საზღვარგარეთ მათი გატანისათვის აუცილებელი პირობების შექმნა:
-
- ხარისხის კონტროლის, სტანდარტიზაციის, მარკეტინგის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკური მომსახურების უზრუნველყოფა;
- უცხოურ კომპანიებთან კავშირების დამყარებაში ხელშეწყობა.
- საოჯახო მეურნეობათა მიერ უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა:
-
- საოჯახო მეურნეობებისთვის ავანსად მიღებული დახმარების საფასურის დაფარვა პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ;
- კრედიტებზე ხელმისაწვდომობა (სახელმწიფო აგრარული ბანკი, კოოპერაციული საკრედიტო კავშირები);სპეციალისტებით (ვეტერინარი, აგრონომი, ტრაქტორისტი…) უზრუნველყოფა;
- სპეციალისტებით (ვეტერინარი, აგრონომი, ტრაქტორისტი…
- სოფლის მეურნეობის განვითარების დაგეგმვა და მართვა მრავალწლიანი გეგმების საფუძველზე:
- სოფლისა და სახელმწიფოს პარტნიორობის საშუალებით სოფლის მოსახლეობის გავლენის უზრუნველყოფა სახელმწიფოს აგრარულ პოლიტიკაზე.
- ხელისუფლება ვალდებული იქნება, სოფელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე მისი შინაარსი სოფლების ეროვნულ კრებასთან განიხილოს.
- შეიქმნება ფორუმი, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები გაიზიარებენ საერთო ინტერესებს, გამოცდილებას, საუკეთესო პრაქტიკებს, ჩაერთვებიან პროგრესისა და განვითარების პროცესში, გააკონტროლებენ საკუთარ მომავალს და შეიძენენ დამატებით ძალასა და გავლენას.