სოციალ-დემოკრატიული განვითარება ნიშნავს დაჩქარებულ განვითარებას!

სოციალ-დემოკრატიული   განვითარება   ნიშნავს   დაჩქარებულ განვითარებას,  რომელიც მდგრადი  ინდუსტრიული  განვითარების საფუძველზე მიიღწევა.

  • ინდუსტრიული განვითარების ამოცანაა ექსპორტზე ორიენტირებული სამრეწველო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, რადგან მხოლოდ კონკურენტუნარიანი საექსპორტო   პროდუქციის   წარმოებასა და  მომსახურების  მიწოდებაზე  მიმართული  ეკონომიკა  ქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს;
  • სახელმწიფო იკისრებს წამყვან როლს ეკონომიკის ინდუსტრიალიზაციის პროცესში.

ამისთვის:

→ შეიქმნება განვითარების საბჭო, რომელიც მოახდენს ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურულ რეფორმირებას მრავალწლიანი გეგმების საფუძველზე.

→ პირველივე ოთხწლიანი  გეგმა  ქვეყანას  გაიყვანს  ეკონომიკის ფუნქციონირების ახალ სტრუქტურულ სიმაღლეზე. გეგმები გაიშლება სამ  სხვადასხვა  დონეზე  –  საერთო  სახელმწიფო,  რეგიონულ  და ადგილობრივ (მუნიციპალურ) დონეებზე;

→ შეიქმნება მრეწველობისა  და  ვაჭრობის  სამინისტრო,  რომელიც მეცნიერებთან, მკვლევრებთან და პრაქტიკოს სპეციალისტებთან ერთად შეისწავლის და დაადგენს მრეწველობის პრიორიტეტულ დარგებს, ხელს შეუწყობს  მაღალტექნოლოგიური,  კონკურენტუნარიანი  პროდუქციის წარმოებას ქვეყანაში, მათ შორის მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მოზიდვის საშუალებით; ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტზე გატანის ხელშეწყობა გახდება მისი მთავარი საზრუნავი;

→ შეიქმნება სახელმწიფო  საფინანსო  ინსტიტუტები  ეკონომიკის პრიორიტეტული   დარგების   განვითარების   მხარდასაჭერად (ინდუსტრიული ბანკი, აგრარული ბანკი და ა.შ);

→ დაჩქარებული განვითარების   განსახორციელებლად   საჭირო სახელმწიფო მოხელეები შეირჩევა არსებული კადრების გადამზადებისა და ახალი კადრების მობილიზაციის გზით;

→ სამრეწველო განვითარების სტრატეგიისა და მრეწველობის დარგობრივი სამოქმედო გეგმების  შემუშავება  მოხდება  შესაბამისი  დარგების წარმომადგენლებთან,  დამსაქმებლებთან  და  დასაქმებულებთან კონსულტირებითა და მათთან პარტნიორული თანამშრომლობის გზით;

→ სამრეწველო პოლიტიკის პირველ ეტაპზე პრიორიტეტი მიენიჭება საკვები და მსუბუქი მრეწველობის დარგებს, სამშენებლო მასალების წარმოებას, ასევე ნებისმიერ  წარმოებას,  რომელიც  იმუშავებს  ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე და ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას;  პარალელურად  მომზადდება  საფუძველი  თანამედროვე მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარებისათვის.

→ ეკონომიკის სტრუქტურის  გარდაქმნისა  და  მოდერნიზაციის ამოცანებიდან გამომდინარე, განხორციელდება ძირეული ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკაში.

სოციალდემოკრატიული  განვითარების  ეს  მოდელი საშუალებას მისცემს ქვეყანას, საბოლოოდ დააღწიოს თავი გაბატონებული ველური კაპიტალიზმის ტყვეობას და  შექმნის  პერსპექტივასრომ  საქართველო  გახდეს განვითარებული სამყაროს ნაწილი, რომლის შექმნაში ლომის  წილი  სოციალდემოკრატიულ  მოძრაობას მიუძღვის.

X