შოთა  მაჭარაშვილიპროფესიონალი ჟურნალისტი, 30 წლიანი ჟურნალისტური  გამოცდილებით, მრავალი გამომცემლობის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმომხილველი წლების განმავლობაში. სოფლის მეურნეობის შესახებ ერთადერთი კვალიფიციური ჟურნალის აგრარული საქართველოს“ გამომცემელი და ხელმძღვანელი, ინტერნეტ პორტალის agronews.ge დამაარსებელი, ქართული სოფლისა და სოფლის მუშაკების დიდი გულშემატკივარი. მიაჩნია, რომ მხოლოდ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით არის შესაძლებელი ქართული სოფლის ფეხზე დაყენება, იქ დასაქმებული ადამიანებისათვის ღირსეული პირობების შექმნა. დიდი წვლილი შეიტანა პარტიის აგრარული პროგრამის დამუშავებაში.

შოთა მაჭარაშვილი: „თუ საქართველოს ყველა ხელისუფლება სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულობას მხოლოდ ქაღალდზე აღიარებდა, ჩვენთვის, სოციალ-დემოკრატებისათვის ეს პრიორიტეტულობა ნიშნავს ინდუსტრიული და ინოვაციური სოფლის მეურნეობის შექმნას, მხოლოდ რომელსაც შეუძლია სოფელში დასაქმებული მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრებისა და მუშაობის პირობების შექმნა.“

X