სერგო   ესაკია  –  ინჟინერი კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების    სფეროში. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიო   კომიტეტში, სადაც მის საქმიანობას უკავშირდება მთელი რიგი ცვლილებები სატელევიზიო ხარისხის და ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესების კუთხით. იყო   კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი. მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელდა  ინოვაციური სტრუქტურული ცვლილებები სამინისტროს საქმიანობაში, მოხდა დარგის რესტრუქტურუზაცია და დემონოპოლიზაცია, რამაც მძლავრი იმპულსი მისცა ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას. მისი ინიციატივით პირველად განხორციელდა საქართველოს ტელევიზიის თანამგზავრული მაუწყებლობა, შეიქმნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია. გამოცემული აქვს   წიგნები კავშირგაბმულობის სფეროში. ამჟამად მუშაობს ენერგიის ალტერნატიული, განახლებადი წყაროების პროექტებზე, არის კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი. 

სერგო ესაკია: „ვფიქრობ, საქართველოს, მცირე ბუნებრივი რესურსის მიუხედავად, დიდი პოტენციალი გაჩნია, რომ იყოს განვითარების მაღალ დონეზე. პრობლება  მმართველობის არაეფექტურ სისტემაშია. ამ მხრივ, ჩემი ხედვები სრულ თანხვედრაშია სოციალ-დემოკრატების ხედვასთან, რაც გულისხმობს ქვეყნის ინდუსტრიალიზაციას და სხვა ძირითად ხედვებს, რაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში  ხელისუფლების მიერ  გონივრულ რეგულირებას გულისხმობს ეკონომიკის განვითარების ერთიანი კოორდინაციის მიზნით. დიდი იმედი მაქვს, რომ სოციალ-დემოკრატები ახალ პარლამენტში მოვლენ იმ რაოდენობით, რომ შეძლებენ არსებული სისტემის ძირეულად შეცვლას და ქვეყანა დაადგება აღმავლობის გზას, რაც სულ რამოდენიმე წელიწადში რადიკალურად შეცვლის ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ სიტუაციას და შესაბამისად, მოსახლეობის ცხოვრების დონეს.“  

X