ნოდარ ძიძიკაშვილი ინჟინერ-ოკეანოლოგი, აკადემიურ ინსტიტუტებში 32-წლიანი მუშაობის გამოცდილებით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის წევრი; სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოსა და საქართველოს კლასტერების ეროვნული პლატფორმის გენერალური დირექტორი. მრავალი სამეცნიერო სტატიისა და პროექტის ავტორი, მათ შორის:

  • ზღვის სანაპიროს დაცვის ინტეგრირებული მართვა;
  • ქვეყნის, რეგიონების, მუნიციპალიტეტების, ქალაქების სოციალურ-ეკონომიკური და ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების პროგნოზირების, კონცეფციების, დოქტრინებისა და სტრატეგიების ფორსაიტის მეთოდით შემუშავების ავტორი (მათ შორის საქართველო 2050 – საქართველოს განვითარების სტრატეგიის თანაავტორი);
  • ქალაქ-წარმომქმნელი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების 21 წლიანი გამოცდილება (მათ შორის სს. „თბილავიამშენის“, „ქართული ფილმის“, ანაკლიის საზღვაო პორტის განვითარება და მშენებლობა);
  • ტექნოპოლისების, ტექნოპარკების, ინდუსტრიული პარკების, ეკონომიკური კლასტერების, კოოპერაციული ჰოლდინგების, ალიანსებისა და სხვა ინოვაციური სტრუქტურების ფორმირება-განვითარების დაგეგმვა-დაპროექტების გამოცდილება (მათ შორის ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ქუთაისის ტექნოპოლისის კონცეფციის თანაავტორი მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად);
  • საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის კონცეფციის ავტორი.

ნოდარ ძიძიკაშვილი: ”ამჟამად, საქართველო წააგავს ოკეანეში გასულ გემს, რომელსაც არ გააჩნია კომპასი, სამგზავრო რუკა და მიცურავს კაპიტნის გარეშე. გადატანითი მნიშვნელობით, ოკეანე გლობალური სივრცეა, კომპასის უქონლობა ხედვისა და კურსის უქონლობაა, რუკის უქონლობა სტრატეგიული გეგმის უქონლობაა, ხოლო კაპიტნის გარეშე დარჩენა – ხელისუფლების პრობლემა. ასეთ გემს პერსპექტივა არ გააჩნია და განწირულია დასაღუპად. ჩვენ, სოციალ-დემოკრატებს, შეგვწევს ძალა და გაგვაჩნია კომპეტენცია, რომ შევიმუშაოთ ქვეყნისათვის ოპტიმალური ხედვა (ფორსაიტით), ინკლუზიური სტრატეგიული გეგმა და გვყავდეს ღირსეული, ცოდნით აღჭურვილი ხელისუფლება, რომელიც იქნება ქვეყნაზე და საკუთარ ხალხზე მზრუნველი. ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ მთავარია პოლიტიკური ნება, რომელსაც ჩვენ ჩამოვაყალიბებთ.“

X