მიხეილ ადეიშვილი – ეკონომიკის დოქტორი, წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობდა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სამინისტროებში, არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი. 90-იან წლების დასაწყისში იყო საქართველოს მწვანეთა პარტიის დამფუძნებელი წევრი და აქტივისტი. 2010 წლიდან არის „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ პარტიის დამფუძნებელი წევრი.

„დავით ადეიშვილის პრინციპებს ღრმად ქრისტიანული ძირები აქვს და ასე ჩანს, რომ მის მიერ საქართველოს აზრობრივ სივრცეში პირველად გაჟღერებულ ხედვასა და სწავლებას – ქრისტიანულ ეკოლოგიურ სოციალიზმს – ყველაზე მეტად შესწევს უნარი, ოდესმე რეალობად აქციოს მწვანეთა ძველი ოცნება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრინციპი: „ეკონომიკა ექვემდებარება ეკოლოგიას“ – ნაირა გელაშვილი.

მიხეილ ადეიშვილი: „ჩვენ, სოციალდემოკრატები, ვიბრძვით არა სიღარიბის შესამცირებლად, არამედ მის საბოლოოდ დასამარცხებლად. ამას გავაკეთებთ საქართველოს ინდუსტრიული, სოციალურად თანასწორი, ეკოლოგიურად ჰარმონიული, ზნეობრივულტურული და სულიერი განვითარების ანუ მდგრადი განვითარების საფუძველზე. ეს არის დღეს ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური დაკვეთა.“

X