მაია ასაკაშვილი – ჟურნალისტი, ფილოლოგი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმ) საკითხების ექსპერტი, სპეციალური და ინკლუზიური განათლების პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორანტი, შშმ პირთა მიმართულებით  არაერთი სამეცნიერი ნაშრომის, საგაზეთო პუბლიკაციისა და რადიო-რუბრიკის ავტორი; ,,სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშთა დახმარების ასოციაციის“ დამფუძნებელი, შშმ პირთა  სოციალური საწარმოს დამაარსებელი, მრავალი სოციალური პროექტის ხელმძღვანელი, შშმ პირთა  სფეროში  არაერთი საერთაშორისო სერთიფიკატის მლობელი; მშობელი, უფლებადამცველი, ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის ფუძემდებელი საქართველოში.

მაია ასაკაშვილი„შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები ვერ იქნებიან საერთაშორისო დახმარების, სახელმწიფოს შემწეობისა თუ ცალკეული პირების გულმოწყალების იმედად. პირველ რიგში, მათ სჭირდებათ თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა  სფეროში, საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია,  მხოლოდ სოლიდარულ საზოგადოებაში, სადაც სოლიდარობის შეგრძნება ნებისმიერი შშმ პირის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში  იქნება აყვანილი, სადაც შშმ პირთა უფლებები იქნება დაცული და  ყველა პირობა იქნება შექმნილი მათი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაციისთვის ასეთ სოლიდარობაზეა დამყარებული  სოციალ-დემოკრატიული მსოფლმხედველობა.

X