კახაბერ ჟღენტი – ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, იურისტი, კორპორაციული სამართლის სპეციალისტი. გააჩნია, როგორც ბიზნეს სექტორში, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება. 2015 წლიდან არის შპს „თამ მენეჯმენტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 2002-2018 წლებში მუშაობდა სს „თბილავიამშენის“ (თბილისის საავიაციო ქარხანა) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 2013-2015 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი; 2009-2011 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სსიპ  ”საწარმოთა მართვის სააგენტოს” თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2001-2005 წლებში სსიპ ”საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის  ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – პროექტების დირექტორი; 1993-2001 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე – მთავარი სპეციალისტი, ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, დეპარტამენტის დირექტორი. არის რამოდენიმე სამეცნიერო სტატიისა და პუბლიკაციის ავტორი, „ეკონომიკური მენეჯმენტი“-ს სახელმძღვანელოს თანაავტორი. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, კითხულობს ლექციათა კურსს კორპორაციულ მენეჯმენტში.

კახაბერ ჟღენტი: „ჩვენ გაგაჩნია მკაფიოდ ჩამყალიბებული ინდუსტრიული განვითარების გრძელვადიანი ხედვა. ინდუსტრიული განვითარების სტრატეგია და მისი იმპლემენტაცია უზრუნველყოფს ქვეყნის საწარმოო პოტენციალის განვითარებას, ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმოების დაფუძნებას, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ახალი სამუშაოა დგილების შექმნას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის წინაპირობაა

X