იოსებ არჩვაძე – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი. არის რამდენიმე მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს და სტატიების კრებულის ავტორი. კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო და ქუთაისის უნივერსიტეტებში. სამსახურებრივი კარიერა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის სისტემაში, სადაც გაიარა საფეხურები უფროსი ეკონომისტიდან თავმჯდომარის პირველ მოადგილემდე. აქვს საქართველოს პარლამენტის აპარატში მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება. არის „ღირსების ორდენის“ კავალერი.

იოსებ არჩვაძე: „დღევანდელ მსოფლიოში მოქმედი პოლიტიკური ძალებიდან ყველაზე მეტი პოტენციალი, უზრუნველყოს სოციალური სამართლიანობა, მოსახლეობის კეთილდღეობა და განვითარება, გააჩნია სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას.“

X