ზურაბ ვახანია – მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ფსიქოლოგიის დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი. აკადემიურ ინსტიტუტებში 40-წლიანი მუშაობის გამოცდილება, დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე და საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და მონოგრაფია. 1985-1989 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. იყო განათლების მინისტრის სამეცნიერო მრჩეველი და ეროვნული სკოლის რეფორმის სამმართველოს უფროსი გამსახურდიას მთავრობაში. საავტორო სკოლების დამაარსებელი  თბილისსა და  ქუთაისში. მრავალი სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი. US-Aid-ის საგანმანათლებლო პროექტის, „ჯიპრაიდის“ ექსპერტი და მწვრთნელი. საგანმანათლებლო-შემოქმედებით კავშირ „ქორბუდას“ თავმჯდომარე, რომლის ფარგლებში ტრენინგები გაიარა 2000-ზე მეტმა მასწავლებელმა საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან. სააკაშვილის რეჟიმის დროს აქტიურად თანამშრომლობდა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან, ეს გარემოება  და ასევე, განათლების რეფორმის მწვავე კრიტიკა, გახდა საფუძველი იმისათვის, რომ სააკაშვილის მთავრობას 4-წლიანი პრობაცია მიესაჯა.

 ზურაბ ვახანია: „განათლების სისტემის ძირფესვიანი გარდაქმნაა აუცილებელი: მოსწავლეზე/სტუდენტზე ორიენტირებულობა (ოღონდ რეალურად) და განათლების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება, უფასო კლასგარეშე წრეები, მასწავლებელთა შრომის პირობების მკვეთრი გაუმჯობესება, პატრიოტიზმი  ნეოლიბერალიზმის ნაცვლად. ბოლო ხანებში დაწინაურებულ სახელმწიფოთა წინსვლა სწორედ საქმიან პატრიოტიზმს ემყარებოდა. საქმიანი პატრიოტიზმი კი სოციალ-დემოკრატიაა“.

X