ვაჟა (პანტიკო) თორდიაავიამშენებელი, ინჟინერ-მექანიკოსი, წლების განმავლობაში თბილისის საავიაციო ქარხნის გენერალური დირექტორი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ქარხანაში დაიწყო რეაქტიული მოიერიშე სუ-25 თვითმფრინავების, მისი მოდიფიკაციებისა და “ჰაერი-ჰაერი” კლასის მართვადი რაკეტების სერიული წარმოება. მისივე თაოსნობით ჩატარდა საწარმოს ტექნიკური გადაიარაღების, კომპიუტერიზაციისა და რესტრუქტურიზაციის პროცესები.

ვაჟა თორდია არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, რაციონალიზატორული წინადადებისა და არაერთი გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. თბილისის საავიაციო ინსტიტუტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

ვაჟა თორდია: „ჩემი წარსული გამოცდილება მაძლევს იმის საშუალებას განვაცხადო, რომ ქართველებს გაგვაჩნია საკმარისი საინჟინრო პოტენციალი იმისათვის, საქართველო, რომ  გახდეს ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყანა, ინდუსტრიის გარეშე ჯერ არცერთ განვითარებულ ქვეყანას არ მიუღწევია განვითარების იმ დონისათვის, რომელიც დღეს აქვს“

X