ვანო ხვიბლიანიარქიტექტორი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, სასაზღვრო ძალების პოლკოვნიკი, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. წლების განმავლობაში იყო საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი. დიდი წვლილი აქვს შეტანილი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარების და ჩამოყალიბების საქმეში. ამჟამად, საზოგადოებრივი ორგანიზაციისპატრიოტთა კავშირისთავმჯდომარის მოადგილე.

 

 ვანო ხვიბლიანი: ჩვენი ვეტერანების დღევანდელი გულისწუხილი ის კი არ არის, რომ ჩვენი სახელმწიფო დიდი ხანია გვიყურებს როგორცსოციალურ ტვირთს“, არამედ ის, რომ ეს ის სახელმწიფო არ არის, რომელსაც შევწირეთ ჩვენი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები. ის სახელმწიფო, რომელიც ჩვენ გვინდაცხოვრებისა და განვითარების თანაბარ პირობებს უნდა უქმნიდეს ყველას, ვეტერანსაც და არა ვეტერანსაც. ამიტომ ვდგავართ აქ დღეს.

X