ელგუჯა ხარშილაძე – ავტოინჟინერი, მეწარმე. გაიარა სამსახურებრივი გზა ავტოსარემონტო ქარხნის ოსტატიდან ავტოსატრანსპორტო გაერთიანების უფროსამდე. იყო მარნეულის ქალაქკომის ინსტრუქტორი მრეწველობის, ტრანსპორტის და კავშირგამბულობის განხრით, შემდეგ მარნეულის სატვირთო ასს-ს ხელმძღვანელი. მონაწილეობა აქვს მიღებული მიწისძვრით დაზიანებული რაჭის და საჩხერის რაიონების აღდგენაში. ეწევა აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას, ყოველწლიურად ქმნის დაახლოებით 20-25 სამუშაო ადგილს. ამჟამად დასაქმებული ჰყავს 400-ე ადამიანი.

ელგუჯა ხარშილაძე: „ეკონომიკა, სადაც არ არის მოთხოვნილება საინჟინრო და ტექნიკურ კადრებზე ვერ ამოიყვანს  ქვეყანას სიღარიბის ჭაობიდან, არადა ჩვენ უნდა მივაღწიოთ ეკონომიკური ზრდის ორნიშნა ციფრს უკვე მიმდინარე ათწლეულში, ამის გაკეთება შეუძლებელია წარმოების განვითარების გარეშე. ეს კი ის მიდგომებია, რომლებმაც მომიყვანა მე სოციალ-დემოკრატებთან.“

X