ეკა ლეკაშვილი – ეკონომიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სადაც 25 წელია  ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. არის ტურიზმის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი.  ხელმძღვანელობდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა  თსუ-ში  მეწარმეობის კურსების,  ევროკავშირის ეკონომიკის მოდულის, ინდუსტრიული პოლიტიკის, ტურიზმის  უმაღლესი და პროფესიული პროგრამების, აკადემიური წერის სამაგისტრო კურსის შემუშავებასა და ამოქმედებაში. მისი კვლევითი საქმიანობა მოიცავს ეკონომიკური პოლიტიკისა და მსოფლიო ეკონომიკის, ასევე ტურიზმის მენეჯმენტის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი შრომა. არის საერთაშორისო პროექტებისა და კონფერენციების მონაწილე, Erasmus+ აკადემიური მობილობის პროექტის ხუთგზის გამარჯვებული და UNIDO-ს სტიპენდიანტი, ააიპ ,,ეკონომიკისა და მენეჯმენტის კონსულტანტთა ასოციაციის“ დამფუძნებელი, ბიზნეს-სისტემების ლაბორატორიის წევრი. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ეკონომიკისა და განათლების პოლიტიკის მრჩეველთა საბჭოს კოორდინატორი.

ეკა ლეკაშვილი:  ,,გლობალიზაციის პირობებში მრავალი ისეთი პრობლემა იჩენს თავს, რაც ზრდის  სამოქალაქო საზოგადოების  და მთავრობის სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას. თუ ჩვენ გვსურს განვითარება და უკეთესი მომავალი – პასუხისმგებლობა ყველამ  ერთად უნდა ავიღოთ. ასეთი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა კი მხოლოდ სოციალ – დემოკრატიულ მოდელს შეიძლება დაეფუძნოს“.

X