გიორგი მაკასარაშვილი – ინჟინერ-მშენებელი, ეწევა აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას მშენებლობის სფეროში, დასაქმებული ჰყავს მრავალი ადამიანი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი, მსოფლიოს თასის მფლობელი, ევროპის და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.
პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი.

გიორგი მაკასარაშვილი: „იმ შორეულ 1991 წელს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად თავისთავად მოვიდოდა უკეთესი ცხოვრება. როგორც დრომ გვაჩვენა, ეს ასე არ მოხდა. პირიქით, ქვეყანაში თითქმის განადგურდა ინდუსტრია, არ იქმნება დოვლათი, მოსახლეობა ლუკმა-პურის საშოვნელად გარბის უცხო ქვეყნებში… თუ არ ავაღორძინეთ წარმოება, სოფლის მეურნეობა, ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ, ეს კი ქვეყნის განვითარების სოციალ-დემოკრატიული ხედვაა.“

X