ბადრი ფირცხელიანი – საქართველოს  საზოგადოებრივი ორგანიზაციის „პატრიოტთა კავშირის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, სამხედრო ძალებისა და საგადასახადო სამსახურის პოლკოვნიკი, ქ. გაგრის სამხედრო კომენდანტი 1992 წ.,  საქართველოს დასაცავად გამართული შეიარაღებული კონფლიქტების აქტიური მონაწილე. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და ეკონომიკური ფაკულტეტები,  პატრის ლუმუმბას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა  საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საჯარო სამსახურში. ეკავა მაღალი თანამდებობრივი პოსტები: სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე; მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი.

ბადრი ფირცხელიანი:„ვინ თუ არა ჩვენ, ომის ვეტერანებმა, ვიცით თუ რა რთულია შეირაღებულ მტერთან გამკლავება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შინაურ მტერთან ბრძოლა არ ყოფილა უფრო ნაკლები. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი პატრიოტიზმის იდეას ამოფარებული ცდილობს დაგარწმუნოს საკუთარი ძალების „უსუსურობაში,“ თითქოს ვერასოდეს შექმნი განვითარებულ ქვეყანას, ვერასოდეს გექნება ცხოვრებისა და მუშაობის ისეთი პირობები, როგორიც სხვა განვითარებულ ქვეყნებშია. ამან მიგვიყვანა ჩვენ, ომის ვეტერანები, სოციალ-დემოკრატებთან, რომლებსაც ნამდვილად გააჩნიათ საკმარისი ინტელექტუალური რესურსი და რაც მთავარია პოლიტიკური ნება, აიყვანონ ქვეყანა განვითარების სულ სხვა საფეხურზე.“

X